მსოფლოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიტკოინის გამომუშავების ფასი ორგანიზაციამ Elite Fixtures გამოთვალა. კვლევის მიხედვით, ბიტკოინის გამომუშავება სხვადასხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მინიმალური ღირებულება $531-დან იწყება და $26,170-ზე ადის.
ფასის დასათვლელად Elite Fixtures-მა მსოფლიოს 115 ქვეყნის ელექტროენერგიის ფასები გამოიყენა. ორგანიზაცია ადგილობრივი მარეგულირებელი უწყებებისა და კომპანიების მონაცემებს დაეყრდნო. კვლევისთვის ორგანიზაციამ გამოთვალა თუ რა მოცულობის ელექტროენერგია და დრო სჭირდება ერთი ბიტკოინის გამომუშავებას სხვადასხვა ქვეყნებში. მაინინგის ინფრასტრუქტურად კი AntMiner S9, AntMiner S7 და the Avalon 6 გამოიყენეს.
ერთი ბიტკოინის მაინინგი ყველაზე ძვირი სამხრეთ კორეაში ჯდება – $26,170. ყველაზე იაფი კი მაინინგი ვენესუელაშია – $531. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფები მთავრობის მხრიდან სუბსიდირდება.
ამავე კვლევით, საქართველო ბიტკოინისის მაინინგის ფასით, მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. ქვეყანაში ერთი ბიტკოინის გამომუშავებას 3316 დოლარი სჭირდება.
ყველაზე იაფი ქვეყნების ხუთეული შემდეგია:
- ვენესუელა – $531
- ტრინიდადი და ტობაგო – $1190
- უკრაინა – $1852
- მიანმარი – $1983
- ქუვეითი – $1983
ყველაზე ძვირი კი ბიტკოინის მაინინგი შემდეგ ქვეყნებშია:
- სამხრეთ კორეა – $26 170
- ნიუეს კუნძული – $17 560
- ბაჰრეინი – $16 773
- სოლომონის კუნძულები – $16 209
- კუკის კუნძულები – $15 861