რა ზომისაა თამაშების გლობალური ინდუსტრია

რა ზომისაა თამაშების გლობალური ინდუსტრია

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბაზარი ახალ კონსოლებსა და თამაშებზეა კონცენტრირებული, ინსაიდერები უფრო მეტად კვლავ მობილურ სექტორზე არიან ფოკუსირებულნი. ბოლო 20 წლის განმავლობაში მობილური თამაშების ინდუსტრია გასართობთან ერთად შემოსავლის უდიდეს წყაროდაც იქცა და მხოლოდ 2020 წელს $85 მილიარდის გამომუშავება შეძლო, რაც სექტორის საერთო შეფასების ($165 მილიარდი) ნახევარზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემია ისეთი სათამაშო კომპანიებისთვის, როგორიცაა Electronic Arts-ი და Activision Blizzard-ი ბევრად უფრო დიდი მოგებისა და ამავდროულად, „ბაზარზე შეღწევის“ იმაზე მზარდი ტენდენციის წყარო გახდა, ვიდრე ეს პრეპანდემიურ პერიოდში მომხდარა. ინდუსტრიის მასიური ზრდა კი შეუმჩნეველი არც სხვა სექტორებისთვის დარჩენილა, რამაც, თავის მხრივ, სათამაშო ინდუსტრიას მილიარდობით ინვესტიცია მოუტანა.

Infographic via Visual Capitalist

მნიშვნელოვანია, რომ ქლაუდ-სერვისისა და სათამაშო ინდუსტრიაზე ბატონობის სურვილით, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის Microsoft-მა, Sony-მ, Nokia-მ, Amazon-მა და Google-მა, ახალი სერვისები დანერგეს. 2020 წელს Microsoft-სა და ZeniMax Media–Games-ს შორის $7.5-მილიარდიანი ხელშეკრულება დაიდო, ასევე ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებებში შედის 2016 წელს Tencent-ის მიერ Supercell – Games-ის $8.6 მილიარდად შეძენა, იმავე წელს Activision Blizzard-ისა და King–Games-ის $5.9-მილიარდიანი და Facebook-ისა და Oculus – VR-ის 2014 წლის $3-მილიარდიანი შეთანხმება.

დღეს მობილური თამაშების ინდუსტრია 2.7 მილიარდ მომხმარებელს  აერთიანებს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. საინტერესოა, როგორი იქნება 1997 წელს Nokia-ს მობილური თამაში Snake-ით დაწყებული ინდუსტრიის მომავალი.