Reuters-ისა და Ipsos-ის მიერ 2025 წლის თებერვალში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნის უმდიდრეს ადამიანებთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობა 4,415-მა ამერიკელმა რესპონდენტმა მიიღო.
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში ყველაზე დიდი სიმპათიით უორენ ბაფეტი სარგებლობს – მისი მხარდამჭერების რაოდენობა 52%-ს შეადგენს. ცნობისთვის, უორენ ბაფეტის ქონება $163.1 მილიარდს აღწევს და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს. მოწონების რეიტინგში ბაფეტს ბილ გეიტსი მოსდევს 49%-ით. გეიტისის ქონება $107 მილიარდად არის შეფასებული და Forbes-ის რეალურ დროში განახლებად რეიტინგში ის მე-13 ადგილს იკავებს.
ამის შემდეგ მოდიან მილიარდერები, რომელთა მიმართ საზოგადოება უფრო კრიტიკულია. მათ შორისაა ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი $367.8 მილიარდით. ის გამოკითხულთა მხოლოდ 39%-ს მოსწონს, მაშინ როცა 55% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. ამავე რაოდენობის უარყოფითი შეფასება მიიღო ჯეფ ბეზოსმაც ($194.3 მლრდ), თუმცა მას დადებითად გამოკითხულთა 29% აფასებს. ყველაზე მკვეთრი კრიტიკა კი მარკ ცუკერბერგს უკავშირდება – ის გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ს მოსწონს, ხოლო 64% უარყოფითად აფასებს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი მილიარდერი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობია. მაგალითად, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი – Google-ის დამფუძნებლები – რესპონდენტთა, შესაბამისად, 69% და 72%-მა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყვნენ. ანალოგიურად, სტივ ბალმერი და ლარი ელისონი 64-65%-ისთვის უცნობები აღმოჩნდნენ.
პოზიცია | სახელი | ქონება (მლრდ) | მოსწონს (%) | არასდროს სმენია (%) | არ უპასუხა (%) | არ მოსწონს (%) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | უორენ ბაფეტი | $163.1 | 52% | 18% | 3% | 26% |
2 | ბილ გეიტსი | $107 | 49% | 5% | 3% | 43% |
3 | ილონ მასკი | $367.8 | 39% | 4% | 3% | 55% |
4 | მაიკლ ბლუმბერგი | $104.7 | 29% | 29% | 3% | 39% |
5 | ჯეფ ბეზოსი | $194.3 | 29% | 13% | 3% | 55% |
6 | მარკ ცუკერბერგი | $176.2 | 26% | 7% | 3% | 64% |
7 | სტივ ბალმერი | $114.6 | 16% | 65% | 2% | 17% |
8 | ლარი ელისონი | $164.6 | 13% | 64% | 3% | 20% |
9 | ლარი პეიჯი | $129 | 11% | 69% | 3% | 17% |
10 | სერგეი ბრინი | $123.7 | 9% | 72% | 2% | 16% |