MyLogIQ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა 2023 წელს უმსხვილესი კომპანიების მიერ თანამშრომლებისთვის გადახდილი საშუალო ხელფასი გამოთვალა. ამ კომპანიებს შორისაა: Meta, Google-ი, Nvidia, Microsoft-ი, Apple-ი, Tesla და Amazon-ი.
როგორც აღმოჩნდა, გასულ წელს ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება Meta-ში იყო და $379,060 შეადგინა. 2022 წელს ეს მონაცემი $296,320-ს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში ზრდამ დაახლოებით 28% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი 2013 წლიდან ხელფასის სახით მხოლოდ 1 დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა 2023 წელს კომპანიისგან „სხვა კომპენსაციის“ სახით 24.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
აქციების მზარდი ფასის წყალობით, რომელიც 2023 წელს 239%-ით გაიზარდა, Nvidia-ს თანამშრომლის საშუალო ანაზღაურებამ წლის განმავლობაში 17%-ით მოიმატა და $266,939-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ში თანამშრომლების საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეროვნულ საშუალო ანაზღაურებას (აშშ), $59,540-ს. აქვე უნდა ითქვას, რომ საავტომობილო სექტორი ცნობილია ხელფასების მკვეთრი სხვაობით აღმასრულებელ დირექტორებსა და უფრო დაბალი რანგის თანამშრომლებს შორის. ხშირად CEO-ები 300-ჯერ მეტს იღებენ, ვიდრე თანამშრომლის საშუალო ხელფასია.
ჩამოთვლილი კომპანიებიდან ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება Amazon-ის თანამშრომლებს აქვთ. ამის მიზეზი ის არის, რომ კომპანიაში არატექნოლოგიური მიმართულებით დასაქმებულთა წილი გაცილებით მაღალია.
კომპანია, თანამშრომლის საშუალო ხელფასი