დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში დუბაიმ 9,31 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც 9%-ით მეტია 2023 წლის პირველ ნახევრის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ქალაქს 8,55 მილიონი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა.
ქალაქში ტურიზმის დინამიკა ზრდას განაგრძობს, რაზე დაყრდნობითაც, სპეციალისტები დუბაის 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს უწინასწარმეტყველებენ.
როგორც შიდა დაინტერესებულ მხარეებთან, ისე 80 ქვეყნის 3000-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობამ, დუბაის ტურიზმისა და ეკონომიკის დეპარტამენტის (DET) მიზნობრივმა კამპანიებმა, ინდივიდუალურმა სტრატეგიებმა და მსხვილმასშტაბურმა ღონისძიებებმა ქალაქს ტურისტული დანიშნულების ლიდერის პოზიცია განუმტკიცა და მიმზიდველობა ყველა ტიპის ვიზიტორისთვის შეუნარჩუნა, როგორც საცხოვრებლად, დასასვენებლად თუ ბიზნესის საწარმოებლად საუკეთესო ქალაქისა.
საერთაშორისო ვიზიტების ზრდა 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სწორედ ქალაქის სტრატეგიული გეგმის შედეგია, რაც ტურიზმის ძირითად ფაქტორებს ეყრდნობოდა. ქალაქის თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. 2024 წელს დუბაი ნომერ პირველ გლობალური მიმართულების ადგილად დასახელდა და პირველი პრეცედენტი შექმნა მსოფლიოში, როდესაც ერთი და იგივე ქალაქი Tripadvisor Travelers’ Choice Awards ჯილდოს მფლობელი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში გახდა. World Travel Awards-ის მიხედვით კი, დუბაი 2024 წლისთვის ახლო აღმოსავლეთის წამყვან მიმართულებად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი – ახლო აღმოსავლეთის წამყვან აეროპორტად, ხოლო მინა რაშიდის პორტი წამყვან საკრუიზო პორტად დასახელდა.
ქალაქის უნიკალურობის, დინამიკურობისა და ხელმისაწვდომობის დამსახურებით, დუბაი პრიორიტეტული მიმართულებად რჩება როგორც ტრადიციული, ისე განვითარებადი ბაზრებისთვის. 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტურისტებმა დუბაიში მთლიანი ტურისტული ნაკადის 26% შეადგინა. დასავლეთ ევროპიდან დუბაიმ ტურისტების 20% მიიღო; სამხრეთ აზიიდან 17%, დსთ-ს ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან 15%; ჩრდილო-აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის 10%, ხოლო ამერიკიდან, აფრიკიდან და ავსტრალაზიიდან ქალაქმა, შესაბამისად, საერთო ვიზიტორების 7%, 4% და 2% უმასპინძლა.