რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო ბაიდენს მოუწოდებს დაბლოკოს TikTok-ი

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო ბაიდენს მოუწოდებს დაბლოკოს TikTok-ი

რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა დაბლოკოს ვიდეო აპლიკაცია Tik–Tok შეერთებულ შტატებში. აღნიშნული მოწოდება სენატორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩინეთს საკუთრებაში გადაეცა ByteDance–ის შვილობილი კომპანიის წილი, რომელიც თავის მხრივ პეკინში დაფუძნებული ვიდეო აპლიკაციის Tik–Tok–ის მფლობელი კომპანიაა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ივნისში გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გამოცემული ბრძანებების სერია, რომელიც აშშ-ში WeChat–ისა და Tik–Tok–ის ახალი გადმოტვირთვების აკრძალვას ითხოვდა.

„ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სტანდარტების ჩარჩო, რომელიც მაღალი რისკის მქონე უცხოურმა აპლიკაციებმა უნდა დააკმაყოფილონ, სანამ მათ უფლება მიეცემათ იმუშაონ ამერიკულ სატელეკომუნიკაციო ქსელებსა და მოწყობილობებზე“ – განაცხადა მარკო რუბიომ.

ბაიდენის ბრძანების შესაბამისად, აშშ–ს კომერციის დეპარტამენტი Tik–Tok–სა და სხვა აპლიკაციებზე მონიტორინგს ახორციელებს, თუმცა რუბიოს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

TikTok–მა როიტერსთან საუბრისას აღნიშნა, რომ TikTok–ს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი გუნდი აშშ-სა და სინგაპურში და TikTok–ი არ წარმოადგენს  ჩინეთში დაფუძნებული შპს ByteDance–ის შვილობილი კომპანიის საკუთრებას. საგულისხმო ფაქტია, რომ TikTok ჩინეთში არ არის ხელმისაწვდომი.

კორპორატიული ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ჩინეთის მთავრობამ მიიღო წილი და ხმის უფლება ByteDance– ის ერთეულში, შესაბამისად ეს ნაბიჯი კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ოფიციალური პეკინის ეს ქმედება კომპანიაზე.

კორპორატიული საინფორმაციო აპლიკაცია Tianyancha–ს ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა ByteDance Technology– ის 1% -იანი წილს ფლობს, რომელიც თავის მხრივ ფლობს Douyin–ის ლიცენზიებს, TikTok–ის ჩინურ ვერსიას, ასევე ახალი ამბების აგრეგატორ Toutiao–ს.

ByteDance–ის წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთის მთავრობის ByteDance ტექნოლოგია მხოლოდ ჩინეთის ბაზრის ზოგიერთ ვიდეო და საინფორმაციო პლატფორმას ეხება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *