როგორ შეიცვალა ხელფასების “მსყიდველუნარიანობა” ბოლო ერთ წელში

როგორ შეიცვალა ხელფასების “მსყიდველუნარიანობა” ბოლო ერთ წელში

თუკი თქვენი ანაზღაურება 2000 ლარია, მაშინ, მისი “ღირებულება” 45.5 ლარითაა შემცირებული და შარშანდელი 1954.5 ლარის ტოლია.

საქართველოში ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი 1318 ლარს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, კი შინამეურნეობების ხარჯების უდიდესი წილი – 30% კი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის. ამ მიზნით, თითო ოჯახი თვეში საშუალოდ 396 ლარს ხარჯავს. მეორე ადგილზე ტრანსპორტის ხარჯებია, რომელზეც თვეში საშუალოდ 173 ლარი იხარჯება, ანუ მთლიანი დანახარჯების 13.1%. მესამე ადგილს კი თვეში 111 ლარიანი დანახარჯით ჯანმრთელობის დაცვა მოდის, რომელზეც მთლიანი ხარჯების 8.4%.

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში ყველაზე ნაკლებ თანხას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში ხარჯავებ, მასზე თვეში 44 ლარი მოდის (მთლიანი ხარჯის 3.4%). ასევე, დაბალია დანახარჯი კაფეებისა და რესტორნების სტუმრობის შემთხვევაში: შინამეურნეობის საშუალო ხარჯებიდან მასზე თვეში 53 ლარი და 60 თეთრი მოდის. კავშირგაბმულობის სერვისების მისაღებად კი თითო ოჯახი თვეში საშუალოდ 48 ლარს ხარჯავს.

ბოლო ერთ წელიწადში (2017 წლის ოქტომბრიდან, 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით) ყველაზე მეტად ტრანსპორტის ფასები გაიზარდა, სადაც ზრდამ 6% შეადგინა. აღნიშნული, სავარაუდოდ საწვავის გაძვირებას უკავშირდება. ზრდის მიხედვით მეორე ადგილზე ჯანმრთელობის დაცვა მოდის, რომლზე ფასებიც ერთ წელში 6.1%-ით გაიზარდა, მესამე ადგილზე კი ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოა, რომელიც 5.7%-ით გაძვირდა.

ხარჯების ცვლილება ინფლაციას უკავშირდება. საინტერესოა როგორ შეიცვალა ბოლო ერთ წელში, მოსახლეობის საშუალო ანაზღაურების მსყიდველუნარიანობა ინფლაციის პარალელურად. როგორც ცნობილია, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ 2018 წლის ოქტომბერში 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით შეადგინა 2.28 %.

საქართველოში საქსტატის მონაცემებითვე, საშუალო ხელფასი (2017 წლის მონაცემებით) 1000 ლარს შეადგენს. 2017 წლის ოქტომბრის 1000 ლარი, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 1022.77 ლარს, ანუ წელს მისი მსყიდველუნარიანობა 22.7 ლარით შემცირდა და შარშანდელი 977.3 ლარის ტოლფასია.

თუკი თქვენი ხელფასი საშუალოდ 1500 ლარს შეადგენს, მაშინ ინფლაციის გათვალისწინებით, მისი “ღირებულება” 34.1 ლარით შემცირდა და შარშანდელი 1465.9 ლარის ტოლია.

თუკი თქვენი ანაზღაურება 2000 ლარია, მაშინ, მისი “ღირებულება” 45.5 ლარითაა შემცირებული და შარშანდელი 1954.5 ლარის ტოლია.