17 და 18 სექტემბერს მსოფლიოს გარკვეული ადგილებიდან მთვარის ნაწილობრივი დაბნელების დანახვა იქნება შესაძლებელი. ამ ასტრონომიულ მოვლენას თვალს საქართველოდანაც მიადევნებთ.
სექტემბრის სავსე მთვარე, რომელსაც „Harvest Moon“-ს უწოდებენ, დედამიწის მიერ, პლანეტა სატურნის მონაწილეობით დაბნელდება. ეს იქნება წლის ოთხიდან მეორე სუპერმთვარე, რომელიც ცაზე საშუალოზე ოდნავ დიდი გამოჩნდება. როგორც ცნობილია, დედამიწის ჩრდილი ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის 8.4%-ს დაფარავს.
ნაწილობრივი დაბნელების დროს მთვარე სამ ფაზას გაივლის, რომლებიც საერთო ჯამში 4 საათსა და რამდენიმე წუთს გასტანს:
- პენუმბრალური ფაზა (91 წუთი): დედამიწის ბუნდოვანი ჩრდილი კვეთს მთვარეს და ამცირებს მის სიკაშკაშეს.
- ნაწილობრივი დაბნელების ან უმბალური ფაზა (63 წუთი): მთვარის თავზე გამოჩნდება მუქი ჩრდილი, რომელიც თანდათან ფარავს მის 8.4%-ს, სანამ უკან დაიხევს.
- პენუმბრალური ფაზა (91 წუთი): დედამიწის ბუნდოვანი ჩრდილი შორდება მთვარეს და ავლენს მის სიკაშკაშეს.
მთვარის დაბნელება გამოჩნდება ევროპიდან, აზიის დიდი ნაწილიდან, აფრიკიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, წყნარი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანე, ასევე არქტიკიდან და ანტარქტიდიდან.
საქართველოში მთვარის დაბნელება 18 სექტემბერს, თბილისის დროით 04:41 საათზე დაიწყება. ჩვენი ქვეყნიდან ასტრონომიული მოვლენა 2 საათსა და ექვს წუთს იქნება ხილული. საქართველოდან გამოჩნდება პენუმბრალური ფაზის დასაწყისი, ნაწილობრივი დაბნელების ფაზის დასაწყისი და, შესაძლოა, პიკის ფაზასაც მოვკრათ თვალი.
ცნობისთვის, შემდეგ ჯერზე მსოფლიო მთვარის სრულ დაბნელებას იხილავს. ამ მოვლენას 2025 წლის 14 მარტს ელიან. ამავე წლის 29 მარტს კი მზის ნაწილობრივი დაბნელების მომსწრე გავხდებით.