რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება მცირდება ყველაზე მეტად

რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება მცირდება ყველაზე მეტად

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება – 63 მლნ ლარით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის კლებას ძირითადად შემდეგი პროგრამების დაფინანსების შემცირება განაპირობებს: მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები აღარ დაფინანსდება, რომელიც წელს 48 მლნ ლარით დაფინანსდა, თანხა არ არის გამოყოფილი ყურძნის და ციტრუსის სუბსიდირებაზეც, 13 მლნ ლარით მცირდება სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება,

შემდეგ მოდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 2016 წლის გეგმასთან შედარებით 14.8 მლნ ლარით მცირდება.

10 მილიონი ლარით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.