Rosneft-ი „პეტროკასის“ და „გალფის“ აქციონერი აღარაა, ქართულმა მხარემ 49%-იანი წილი გამოისყიდა

Rosneft-ი „პეტროკასის“ და „გალფის“ აქციონერი აღარაა, ქართულმა მხარემ 49%-იანი წილი გამოისყიდა

„პეტროკას ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა.

Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა.

შესაბამისად, Rosneft-ი „გალფის“ აქციონერთა რიგებშიც აღარაა. „პეტროკას ენერჯი გრუპი“ 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის „გალფის“ ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია „პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია“, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.

„პეტროკასი აცხადებს ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან, კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი „პეტროკას ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და CEO ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.

ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია „პეტროკას ენერჯი გრუპში“ და შესაბამისად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა მისმა ორმა წარმომადგენელმაც.

2014 წლის დეკემბერში „პეტროკას ენერჯი გრუპმა“ და Rosneft-მა დაიწყეს პარტნიორობა, რის ფარგლებშიც Rosneft-მა კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა.

2010 წელს დაფუძნებიდან, „პეტროკას ენერჯი გრუპი“ ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის სფეროში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში“ — ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.