რუსული რუბლი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა

რუსული რუბლი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა

ნავთობის მსოფლიო ფასის კლების გამო, რომელმაც დღეის მდგომარეობით ბარელზე 47 აშშ დოლარი შეადგინა, რუსულმა რუბლმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. დღეს 1 დოლარი 60 რუბლი ღირს, როცა 2 თვის წინ 49 რუბლი ღირდა. ბოლო ერთ კვირაში რუბლი 5%-ით გაუფასურდა. 1 დოლარი 60 რუბლი ბოლოს 19 მარტს ღირდა. რუბლი უფასურდება ევროს მიმართაც. ბოლო 2 თვეში ევროს მიმართ 22%-ით გაუფასურდა და 1 ევრო 66 რუბლი ღირს.

დაცემის ტენდენცია აქვს რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსაც (RTS), რომელიც ბოლო 2 თვეში 20%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *