საბანკო სექტორში ყველაზე მოგებიანი “ვითიბი” და “ლიბერთი” ბანკებია

საბანკო სექტორში ყველაზე მოგებიანი “ვითიბი” და “ლიბერთი” ბანკებია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, 31 ივნისის მდგომარეობით, მოგებიანობის ყველაზე მაღალი ფარდობითი მაჩვენებლები “ლიბერთი ბანკს” და “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” ჰქონდა.

ბანკების მოგებიანობის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებლებია უკუგების აქტივებთან ფარდობა (ROA) და უკუგების კაპიტალთან ფარდობა (ROE). 31 ივნისის მდგომარეობით, “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” საშუალო აქტივებზე უკუგების (წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ აქტივებთან) მაჩვენებელმა 3.3%, ხოლო საშუალო კაპიტალზე უკუგების (წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან) მაჩვენებელმა 28.4% შეადგინა. 2018 წლის პირველ ნახევარში “ვითიბი ბანკ ჯორჯიამ” 26 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა.

მოგებიანობით მეორე ადგილზე “ლიბერთია ბანკია”, რომლის ROA 3.26%-ია, ხოლო ROE 24.8%. 2018 წლის პირველ ნახევარში “ვითიბი ბანკ ჯორჯიამ” 30 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა.

საქართველოში ყველაზე მეტი აქტივების მქონე “თიბისი ბანკი” მესამე ადგილზეა ROA-ს 2.9%-იანი და ROE-ს 22.3%-იანი მაჩვენებლით. საქართველოს ბანკი მე-9 ადგილზეა ROA-ს 1.9%-ით და ROE-ს 17.3%-ით. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ “თიბისი ბანკის” და “საქართველოს ბანკის” მასშტაბები გაცილებით აღემატება დანარჩენ ბანკებს, ნომინალურ გამოსახულებაში მათმა ყველაზე მეტი, 183 და 114 მლნ ლარის მოგება ნახეს.

საქართველოში მოქმედი 15 ბანკის საშუალო ROA 1.7%-ია, ხოლო ROE 11.2%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.