მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული ბრენდები საქართველოში

მობილური ტელეფონის ყველაზე პოპულარული ბრენდები საქართველოში

მობილური აბონენტების უმეტესობა უპირატესობას Samsung-ის მობილურ ტელეფონს ანიჭებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, მობილურის მომხმარებლების 31% (1.6 მლნ აბონენტი) სწორედ Samsung-ს იყენებს. 

მეორე ადგილზე 19%-ით Microsoft/Nokia დგას, მესამე ადგილს კი 11%-ით iPhone იკავებს, 9% კი Huawei-ზე მოდის. 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტატისტიკის მიხედვით, მობილური ამბონენტების რაოდენობით ბაზარზე “მაგთიკომი” ლიდერობს. 18 ივნისის მდგომარეობით, კომპანიას 1,963,137 მობილური აბონენტი ჰყავს. 

“მაგთიკომის” შემდეგ აბონენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა “ჯეოსელი”, რომელსაც 1,803,218 აბონენტი ჰყავს. მესამე ადგილზეა “ვიონი საქართველო” (ბილაინი) 1,097,878 აბონენტით, “სილქნეტს” 15,170 აბონენტი ჰყავს, “ჯიმობაილს” 752.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *