სად აქვთ ყველაზე მეტი "უმოქმედო სესხი"

სად აქვთ ყველაზე მეტი "უმოქმედო სესხი"

ივნისში საქართველოში ვადაგადაცილებული სესხები 26.0 მლნ ლარით შემცირდა და 383.7 მლნ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 48.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. 

საქართველოში 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებთან 3.5% იყო. ამავე პერიოდში შერჩეულ ქვეყნებში ყველაზე მაღალი წილი უმოქმედო სესხების უკრაინაში იყო და ის 50%-ს აღემატებოდა.  

უმოქმედო სესხები მთლიან სესხებთან:  

სომხეთი – 6.3%

მოლდოვა – 17%

თურქეთი – 3%

უკრაინა – 57.7%

რუსეთი – 9.8%

ჩეხეთი – 4%

პოლონეთი – 4.1%

ესტონეთი – 0.7%

ლიტვა – 3.5%

ლიეტუვა – 3.3%

გაერთიანებული სამეფო – 1%

აშშ – 1.1%  

რაც შეეხება უცხოური ვალუტის სესხების თანაფარდობას მთლიან სესხებთან, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს აქვს – 61.9%. სავალუტო ფონდის 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, მოლდოვაში უცხოური ვალუტის სესხებს მთლიანი მოცულობის 40% უკავია, თურქეთში 30.1%, უკრაინაში 48%, რუსეთში კი 47%. უცხოურ ვალუტაში სესხების მოცულობა ესტონეთში მხოლოდ 0.7%-ია, გერმანიაში კი 10.4%.