საერთაშორისო სავალუტო ფონდი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად რეკორდული ოდენობის თანხას გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის მიერ გაცემული დახმარება, წევრ სახელწიფოებს შორის, კვოტების მიხედვით ნაწილდება. SDR, სარეზერვო სავალუტო აქტივია, რომელიც ორგანიზაციის წევრი სახელწიფოებისთვის კრედიტის მიღების უფლებას განაპირობებს. შესაბამისად, ფონდის მიერ პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად გამოყოფილი თანხა ძირითადად მდიდარ სახელმწიფოებს ერგებათ.
ფონდის მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, 650 მილიარდი აშშ დოლარიდან 275 მილიარდი აშშ დოლარი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისთვის, ხოლო $375 მილიარდი განვითარებული ქვეყნებისთვის გამოიყო. თუმცა, ორგანიზაციის კანონმდებლობით, მდიდარ სახელწიფოებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მათი რეზერვების ნაწილი სხვა, შედარებით ღარიბ სახელწიფოებს გადაუნაწილონ.
ღარიბი ქვეყნების დახმარებისკენ განვითარებულ სახელმწიფოებს ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევაც მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და დაეხმარება მის ყველა წევრ სახელწიფოს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გაცემული თანხა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში რეკორდულია და 650 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. თანხის გამოყენება ბენეფიციარ სახელმწიფოებს ვალების დასაფარად და ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად შეუძლიათ.