საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება: მნიშვნელობა, მიზანშეწონილობა და რისკები

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება: მნიშვნელობა, მიზანშეწონილობა და რისკები

ბოლო პერიოდში მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვეს­­ტიციო სამსახური აქტიურად ლობირებს თავისი საინვესტიციო მანდატის გაფართოებას. წინამდე­ბარე პუბლიკაციაში განხილულია, თუ რა მოიაზრება საინვესტიციო მანდატის გაფართოებაში, რამდენად დროულია ეს ნაბიჯი, რა დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული და რამდენად არის ეს საპენსიო სქემის მონაწილეების საუკეთესო ინტერესებში.

მოთხოვ­ნილ სა­ინ­ვეს­ტი­ციო მან­და­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში, რო­გორც მი­ნი­მუმ, მო­ი­აზ­რე­ბა შემ­დე­გი:

  1. პირდაპირი ინვესტიციების დაშვება, მაგალითად, თუ „სტრატეგიული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტებში“, პროექტის ღირებულების 1/3-ის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტი­ტუტები თანამონაწილეობენ;
  2. კერძო ფონდებში ინვესტირება;
  3. იპოთეკით „დაცულ“ ობლიგაციებში ინვესტირება;
  4. უძრავ ქონებაში ან ფიზიკურ აქტივებში ინვესტი­რება;
  5. ერთი კომპანიის მიერ გამოშვებულ ფასიან ქა­ღალდებში საინვესტიციო ლიმიტის 10%-დან 25% -მდე გაზრდა;
  6. კანონით მოთხოვნილი მინიმალური საკრედიტო რეიტინგის შემცირება იმ კომპანიებისთვის, რო­მელთა ფასიან ქაღალდებშიც დასაშვები იქნება საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირება.

განვიხილოთ ზემოაღნიშნული ჩამონათვალიდან თითოეული, პირველ რიგში, თუ რამდენად აკმაყო­ფილებს ის „კეთილსაიმედო ინვესტირების პრინცი­პებს“ როგორც კანონშია გაწერილი, რა დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული და რამდენად არის ეს საპენსიო ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებში.

ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი ეყ­რ­დ­ნო­ბა სა­მი სხვა­დას­ხ­ვა გა­და­სა­ხე­დი­დან და­ნა­ხულს:

  • ერთი რიგითი საპენსიო ფონდის მონაწილის გა­დასახედიდან, რომელიც აგროვებს თანხას ფონ­­დში და მისთვის არ არის სულერთი, რა დაემარ­­თება მის დანაზოგს და მისი თანამოქალაქეების დანაზოგებს;
  • უოლ-სტრიტის წამყვან საინვესტიციო ბანკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ფინანსური რისკების მართვისა და კონტროლის პროფესიონალის გადასახედიდან;
  • საპენსიო სააგენტოს პირველი და დღეს უკვე ყოფილი დირექტორის გადასახედიდან, რომ­­ლისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ წარ­­მატებულად დაწყებული უპრეცედენტო მნიშვნე­ლობის სისტემური რეფორმის ასევე წარმატებით გაგრძელება.

პირ­ვე­ლი – კატეგორიულად დაუშვებელია საპენსიო ფონდის თანხების ნებისმიერი პირდაპირი ინვესტი­ცია, რაც უნდა „სტრატეგიული მნიშვნელობის პროექ­­ტი“ იყოს და ვინც უნდა იყოს თანაინვესტორი. ასეთი ინვესტიცია:

  • შეიცავს მიუღებლად მაღალ საინვესტიციო რის­­კებს, რომელთა რაოდენობრივი შეფასების საშუა­ლებაც კი არ გააჩნია საპენსიო სააგენტოს;
  • ასეთი ინვესტიცია ვერ იქნება საკმარისად გამ­­ჭვირვალე და შეიცავს მიუღებლად მაღალ ოპე­რაციულ რისკებს, რაც მოიცავს თაღლითობის, დატაცებისა და კორუფციის რისკებს, რომელთა რაოდენობრივი შეფასების საშუალებაც ასევე არ გააჩნია საპენსიო სააგენტოს;
  • არც წილობრივი და არც სასესხო მონაწილეობის ღირებულების შეფასების საშუალება არ გააჩნია საპენსიო სააგენტოს;
  • ასეთი ინვესტიციების დაშვება საპენსიო საა­გენტოს ნაწილობრივ საკრედიტო ორგანიზაცი­ად გადაქცევას ნიშნავს, რა შემთხვევაშიც მასზე უნდა გავრცელდეს შესაბამისი რეგულაციები, მათ შორის – დარეზერვების მოთხოვნები და სხვა მრავალი რეგულაცია, რომლებითაც ბანკები რეგუ­ლირდებიან.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანამო­ნაწილეობა აღნიშნული რისკებისგან ვერ დაგვიცავს, რამეთუ ეს ინსტიტუტები ინვესტიციებს მეტწილად ნაკლებად კომერციული მიზ­­ნებით ახორციელებენ და ძირითადი მო­ტივაცია შესაძლოა, უფრო ჰუმანიტარული ხასიათის იყოს. ასევე ამ ინსტიტუტებს, ჩვენთან შედარებით, პრაქტიკულად განუ­საზღვრელი ოდენობის ფინანსური რესურ­­სი აქვთ და მათი რისკის ამტანუნარიანო­ბაც საპენსიო სააგენტოსთან შედარებით – განუსაზღვრელად მაღალია.

მე­ო­რე – რაც შეეხება კერძო ფონდებ­­ში ინვესტირებას. თუ ფონდი გახლავთ მაღალი რეპუტაციის, საკმარისი ისტორი­ის, წარმატებული შედეგებით, საკმარისი საკრედიტო რეიტინგით და, რაც ყველაზე მთავარია, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო, საკმარისად ლიკვიდური ფასია­ნი ქაღალდები, მაშინ ასეთ ინსტრუმენტებ­­ში ინვესტირებას კანონი ისედაც უშვებს და არანაირი მანდატის გაფართოებაზე საუბარი საჭირო არ არის.

თუ საუბარია არასაჯარო ფონდზე, რომელიც „პეტრემ და პავლემ გუშინწინ“ დააფუძნეს, რომელსაც არანაირი საჯარო ფინანსური ინსტრუმენტის ემისია არ მო­უხდენია და არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩა­მოთვლილ პირობებს, მაშინ ასეთ ფონდში ინვესტირება ნებისმიერი ფორმით არის უპირობოდ დაუშვებელი, რამეთუ ეს არის საპენსიო ფონდიდან თანხების დატაცე­ბის, გაფლანგვის, დაკარგვის პირდაპირი რეცეპტი.

მე­სა­მე – რაც შეეხება იპოთეკით „დაცულ“ ობლიგაციებს. ეს გახლავთ ჩვეულებრივი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გავრ­­ცელებულია საერთაშორისო ბაზრებზე და მათში ინვესტირება დასაშვებია იმ საკრედიტო რეიტინგისა და ლიმიტების ფარგლებში, დივერსიფიცირების პრინცი­პების მკაცრი დაცვით, რომელთაც კანონი ადგენს. რადგანაც ეს ინსტრუმენტი წარ­­მოადგენს წარმოებულ ფასიან ქაღალდს (დერივატივს), რომელში ინვესტირებასაც კანონი კრძალავს (27-ე მუხლი), აუცილებე­ლია შესაბამისი ცვლილება კანონში, რათა შესაძლებელი გახდეს ასეთ ფინანსურ ინ­­სტრუმენტში ინვესტირება.

მე­ოთხე – კატეგორიულად დაუშვებელია უძრავ ქონებაში ან/და ფიზიკურ აქტივებში (უძრავ/მოძრავი ქონება და სხვ.) საპენსიო ფონდის თანხების პირდაპირი ინვესტიცი­ები. იგივე – ძვირფასი ლითონების შემთხ­­ვევაშიც, რადგანაც ამ უკანასკნელის ფი­ზიკურად ფლობას თან ახლავს შენახვის ხარჯები და, ალტერნატიულად, შესაძლე­ბელია მათთან პირდაპირ ასოცირებული ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების შეძენა. არაფინანსური აქტივის შეძენის გარი­გება იქნება გაუმჭვირვალე და შეიცავს როგორც საინვესტიციო, ისე მიუღებელ ოპერაციულ რისკებს და პრობლემატური იქნება მათი საბაზრო ფასის და ამ ფასის ვოლატილობის პერიოდული დადგენა და შესაბამისი რისკების კონტროლი.

და­ბო­ლოს – საუბარი ერთი კომპანიის მიმოქცევაში არსებულ ფასიან ქაღალ­­დებში კანონით დაწესებული საინვესტი­ციო კონცენტრაციის ლიმიტის 10%-დან 25%-მდე გაზრდასა და იმავდროულად კანონით მოთხოვნილი მინიმალური საკ­­რედიტო რეიტინგის შემცირებაზე არის დაუშვებელი, რამეთუ ეს ორივე ქმედება მიუღებლად ზრდის აღებულ საინვესტიციო რისკს, რომელი ნაზრდიც არ იქნება ამო­ნაგების ზრდის შესაბამისი. აქ საუბარია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს მიეცეს უფლება, განახორციე­ლოს უფრო მეტი ინვესტიცია უფრო ცუდი საკრედიტო ხარისხის კომპანიის ფასიან ქაღალდებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად უცნობია, რა გამოთვლებს ემ­­ყარება ზემოაღნიშნული არსებული ან/და მოთხოვნილი რისკის ლიმიტები – სავარა­უდოდ, არანაირს.

და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი: ნებისმიერი საინვესტიციო აქტივობის დაწყებამდე, როგორც აუცილებელი წინაპირობა, კრი­ტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო სააგენტოს ჰქონდეს სრულიად დამოუკი­დებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა. რაოდენობრივად უნდა დადგინდეს და დამტკიცდეს საპენსიო სააგენტოს რისკის აპეტიტი და რისკის ერთიანი ბიუჯეტი, რო­მელიც მოიცავს როგორც საინვესტიციო, ისე საოპერაციო რისკებს. უნდა გაიმარ­­თოს რისკის კონტროლის პროცესები, დადგინდეს პროცედურები და რისკის რაოდენობრივი გამოთვლის მეთოდოლო­გიები საუკეთესო საერთაშორისო სტან­­დარტების შესაბამისად. ყოვლად დაუშვე­ბელია, რისკის კონტროლის სტრუქტურა ანგარიშვალდებული იყოს, თუნდაც რაიმე ნაწილში, რისკის ამღებ სტრუქტურასთან (საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური), რომელიც თავად უნდა აკონტ­­როლოს. ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, რო­მე­­ლიც ზღუ­დავს რის­კის კონ­ტ­რო­ლის სრულ და უპი­რო­ბო და­მო­უ­კი­დებ­­ლო­ბას – უნ­და აღიკ­ვე­თოს რო­გორც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო, ისე ად­მი­ნის­ტ­რა­­ცი­ულ დო­ნე­ზე.

საინვესტიციო აქტივობის დაწყების ასევე აუცილებელი წინაპირობაა, საპენ­­სიო სააგენტოს ჰქონდეს და იყენებდეს იმ ფინანსური ინსტრუმენტების ღირებუ­ლების გამოთვლის მეთოდოლოგიებს, რომლებშიც აპირებს ფონდის თანხების ინვესტირებას.

სსიპ საპენსიო სააგენტო წარმო­ადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ ორგანიზაციას, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ მთლიანი საბანკო სისტემის სისტემურ მნიშვნელობას შეიძლება, შე­ვადაროთ და რომელიც ახორციელებს დაახლოებით 1.3 მილიონი მოქალაქის სა­პენსიო დანაზოგების ადმინისტრირებას და საინვესტიციო საქმიანობას. ოჯახის წევრების ჩათვლით, ჩვენი შეფასებით, ბენეფიციარები და დაინტერესებული მოქალაქეები, ჯამში, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მინიმუმ 75%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, რისკები, რომლე­ბიც ასოცირდება საპენსიო სააგენტოს მუშაობასთან, წარმოადგენენ უმნიშვ­­ნელოვანეს სოციალურ და პოლიტიკურ რისკებს ქვეყნისთვის და ეს რისკები გა­რანტირებულად იმსახურებენ სახელმწი­ფოს მხრიდან მაქსიმალურ ყურადღებას და კონტროლს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *