საფინანსო საქმიანობაში საშუალო ხელფასი 18%-ით შემცირდა

საფინანსო საქმიანობაში საშუალო ხელფასი 18%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1093 ლარი შეადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 3.2%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1894 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო საქმიანობაში ყველაზე მაღალი ხელფასია, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სექტორში ხელფასი 18%-ით არის შემცირებული.

საფინანსო სექტორის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაშია – 1799 ლარი. შემდეგ მოდის ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი – 1752 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 609 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 656 ლარით.

2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორში გაიზარდა – 22.5%-ით. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა 10.2%-ით. 8%-ით არის გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო მმართველობის სექტორში.

ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2019 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)

 

2019_I

2018_I

ზრდა

სულ

1093

1059

3.2%

საფინანსო საქმიანობა

1894

2305

-18%

სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები

1799

1743

3.2%

ინფორმაცია და კომუნიკაცია

1752

1686

3.9%

მშენებლობა

1555

1552

0.2%

ტრანსპორტირება და დასაწყობება

1437

1373

4.7%

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1373

1254

9.5%

ელექტროენერგიის, აირის  და ჰაერის მიწოდება

1358

1401

-3.0%

სახელმწიფო მმართველობა

1347

1247

8.0%

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

1116

1036

7.7%

ხელოვნება, გართობა და დასვენება

1091

891

22.5%

ჯანდაცვა

1036

968

7.0%

დამამუშავებელი მრეწველობა

981

890

10.2%

ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი

971

966

0.6%

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება

957

898

6.6%

სასტუმროები და რესტორნები

890

854

4.3%

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა

744

741

0.5%

სხვა სახის მომსახურება

732

803

-8.8%

სოფლის მეურნეობა

656

683

-4.0%

განათლება

609

567

7.3%

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.