მიღება დაწყებულია “სტრატეგიული კომუნიკაციის“ მეორე, სექტემბრის, პროგრამაზე

მიღება დაწყებულია “სტრატეგიული კომუნიკაციის“ მეორე, სექტემბრის, პროგრამაზე

პროგრამა შედგება ერთმანეთთან ლოგიკურად თანწყობილი 7 ძირითადი მოდულისგან: შესავალი მარკეტინგში, რომელსაც წაიკითხავს ნათია სვანიძე, data&insight ლადო მალაზონია, პროდუქტის ინოვაცია – გიორგი მირზიკაშვილი, ბრენდ მენეჯმენტი- სულხან ლაცაბიძე, სტრატეგიული კომუნიკაცია – უჩა ურუშაძე, დიჯითალი – გაგა დარსალია, ივენთები – ირინა ეგაძე. ასევე, შედგება გადაწყვეტილების მიღების მოდულიც.

თბილისის კომუნიკაციის სკოლა თანამშრომლობს ბრიტანულ კომპანია WARC-თან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარკეტინგული ქეისების, კვლევებისა და ტრენდების მომწოდებელია მსოფლიოში. WARC-ის მომხმარებლები არიან მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტები: The University of Edinburgh, University of Pennsylvania, INSEAD, King’s College London და ა.შ.  შესაბამისად, ყველა სტუდენტს პროგრამის განმავლობაში, ექნება ულიმიტო წვდომა WARC-ის ბაზასთან!

თბილისის კომუნიკაციის სკოლის, მიმდინარე პროგრამის, „სტრატეგიული კომუნიკაციის“ ძირითადი ნაწილი 15 ივნისს დამთავრდა, რის შემდეგაც სტუდენტებს აქვთ ერთი თვე ფინალური ნაშრომის-თეზისის ჩასაბარებლად.

სტუდენტებმა ამ პერიოდის განმავლობაში გაიარეს, ინტენსიური, 7 ძირითადი მოდული და მერვე „გადაწყვეტილების მიღების“ მოდული, სადაც სტუდენტებს ქონდათ საშუალება კითხვები დაესვათ მსხვილი ქართული კომპანიის ლიდერებისთვის. მოდულის ფარგლებში მოწვეული იყვნენ: მედია ტაბატაძე, გიორგი ისაკაძე, ნიკა ქურდიანი, გიორგი ბარკალაია, მიხეილ ხიდურელი, ეკა ყიფიანი, აკო ახალაია.

„პროგრამის მიმდინარეობისას ამერიკიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით უკვე ჩამოსული იყო  მილიარდად შეფასებული სტარტაპის Convoy-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი Jennifer Wong-ი, რომელიც 2018 წელს Forbes -ის 30 წლამდე 30 მარკეტერს შორის საუკეთესოდ დასახელდა. მან ისაუბრა ერთი ბრენდის ორივე – B2B და B2C ბაზრებზე კომუნიკაციის ინსტრუმენტების შესახებ.

ასევე, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი Piter Hamilton, Tune-ის აღმასრულებელი დირექტორი. პიტერმა ისაუბრა პარტნიორულ მარკეტინგზე, სტარტაპის მშენებლობასა და იმ ინსტრუმენტებზე, თუ როგორ უნდა დააგროვო და გაზარდო საკუთარი კაპიტალი სტარტაპში.

ბოლოს მოწვეული ლექტორის სტატუსით თბილისის კომუნიკაციის სკოლას ესტუმრა Siby Tomas-ი Dubai Opera-ს სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი,  რომელმაც ისაუბრა ინსტრუმენტებზე, თუ როგორ მოარგო ბრენდის სტრატეგიის გათვალისწინებით შეთავაზებები პარტნიორებს და სპონსორებს, რომ მათი დაინტერესება გაიზარდოს.

დუბაიდან სპეციალურად ჩვენთვის, ლექციის ჩასატარებლად, ჩამოვიდა ბექა გოლეთიანი. მან ისაუბრა ივენთის კონცეპტუალურ თავსებადობაზე ბრენდთან, ივენთის დაგეგმარებაზე (იდეიდან აღსრულებამდე) და მის თანმდევ პროცესებზე ისევე, როგორც ივენთის შემდეგ შეფასებაზე.

პროგრამამ სტუდენტებს მისცა ყველა ის თანამედროვე ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალურ მარკეტერს სჭირდება. პროგრამის დასრულების შემდეგ შეიქმნება “Alumni club”-ი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა რეგულარული შეხვედრები, სადაც სკოლა უზრუნველყობს სტუდენტების მაქსიმალურ მხარდაჭერას კარიერულ წინსვლაში, რაც გულისხმობს სამუშაო შეთავაზებებს, კონსულტაციებს ა.შ.

თბილისის კომუნიკაციის სკოლასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სექტემბრის პროგრამაშიც ვიხილავთ –  Jennifer Wong-ს, Peter Hamilton-სა და Siby Tomas-ს“, – განმარტავენ თბილისის კომუნიკაციის სკოლაში.

პროგრამის ღირებულებაა 6000 ლარი + დღგ. ასევე თბილისის კომუნიკაციის სკოლა გასცემს ორი სახის სასწავლო გრანტს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *