საქართველო და რეგიონი: სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა

საქართველო და რეგიონი: სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ეკო­ნო­მი­კის მნიშვნელოვანი სექტორია, რადგან განვითარებად ეკონომიკებში ჯერ კიდევ დასაქმების ძირითადი სფეროა, თუმცა სხვა სექტორებთან შედარებით დაბალპროდუქტიულია. ამდენად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული საშუალოდ უფრო ნაკლებ დოვლათს აწარმოებს და უფრო ნაკლებ შემოსავალს იღებს, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულები. აქედან გამომდინარე, განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სექტორში დარჩენა სიღარიბესთან ასოცირდება.

რეგიონის ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობაში შრომის დაბალი პროდუქტიულობით საქართველო გამოირჩევა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მათ შორის ბოლო ადგილის იკავებს. საქართველოს შემდეგ, ასეთივე დაბალი მაჩვენებელი აქვს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს. ასევე, სოფლის მეურნეობის დაბალი პროდუქტიულობაა მოლდავეთსა და უკრაინაში.

რეგიონში მოწინავე პოზიციას მაღალი შემოსავლის მქონე ისეთი ქვეყნები იკავებს, როგორიცაა ჩეხეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი.

სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის დონე

მეთოდოლოგია

საქართველოს რეგიონად გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაციით განსაზღვრული ქვეყნებია აღებული.

მონაცემები მოპოვებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ბაზიდან. ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა განსაზღვრულია სექტორში დასაქმებული მუშახელის რეალური წარმოებით. კერძოდ:

სადაც, t – დროის პერიოდია (2011-20 წლები), ხოლო y – წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის რეალური წარმოებაა (2015 წლის ფასები, მყიდველობითი უნარის პარიტეტი), l კი – საანგარიშო პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. AGRp ასახავს მოცემულ ათწლიან პერიოდში სოფლის მეურნეობაში ერთი მუშახელის საშუალო წარმოებას.