შეგახსენებთ რომ Touch Summit-ი წელს 7-8 დეკემბერს იმართება და აერთიანებს 50-ზე მეტ სპიკერს, 60-ზე მეტ სესიას, 7 ვორკშოპს, სტარტაპ ჩელენჯს, სტარტაპ ექსპოს, მენტორშიპ სესიებს, მეჩმეიქინგს, ინსპირაციას და გართობას.
წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT-ი შემოუერთდა, რომელიც 24 დეკემბერს ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს მთვარეზე. უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად ამ მისიას საქართველოც შეუერთდება, რის საშუალებასაც Touch Summit-ი მოგვცემს, კერძოდ კი ყველა დელეგატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ციფრული წერილი მთვარეზე შემდეგ მისიას გაატანოს. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილია ვებგვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებპლატფორმიდან და მხოლოდ ღონისძიების დელეგატებისთის არის შესაძლებელი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირადად უერთდება და სპიკერად ჩამოდის Spacebit-ის დამფუძნებელი, უკრაინელი წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, პავლო ტანასიუკი, რომელიც ამ წლის შობის ღამეს, ამერიკის მიწიდან, ყველასთვის ცნობილი ნილ არმსტრონგის ექსპედიციის შემდეგ, პირველად აგზავნის მისიას მთვარეზე. Spacebit-ი გახლავთ მთვარის პირველი როვერი რობოტის შემქმნელი, რომელიც არა ბორბლებზე, არამედ ფეხებზე დადის.
Spacebit-ის მისია Nasa-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. წარმატებული ექსპედიციის შემთხვევაში, ყველაზე პატარა როვერ-რობოტი სახელად „ასაგუმო“ (რაც იაპონურად გარიჟრაჟის ნისლს ნიშნავს) მთვარეზე 8 დღეს დაყოფს და მთვარის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის. სპეციალური მინიჩიპის მეშვეობით ასაგუმო ჩვენს ციფრულ წერილებსაც დატოვებს მთვარის მიწაზე და ამით ქართველი ხალხის შეტყობინება პირველად გაცდება ჩვენი პლანეტის საზღვრებს.
გარდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ბმულით ექნება საშუალება პირდაპირ ეთერში უყუროს ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.
შეგახსენებთ, რომ Touch Summit წელს 7-8 დეკემბერს იმართება და ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ მისი მონაწილე: https://touch.ge/touch23/get-pass
სრულ პროგრამას შეგიძლიათ ღონისძიების ვებ გვერდზე გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda/2023-12-07