საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-მარტში

საქართველოს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2025 წლის იანვარ-მარტში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1%-ით გაიზარდა და არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის ექსპორტი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 5.7 პროცენტით), იმპორტმა კი 4.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 20.1 პროცენტით). შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.5% იყო, დსთ-ის ქვეყნების – 67.2%, დანარჩენ ქვეყნებზე კი 19.3% მოდიოდა. რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში ევროკავშირის წილმა – 22.8%, დსთ-ის წილმა კი 20.4% შეადგინა, დანარჩენ ქვეყნებზე 56.8% მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი ასე ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი). ყველაზე დიდი ზრდა, 203.4%, ბულგარეთის შემთხვევაში დაფიქსირდა, ყველაზე შესამჩნევი კლება კი, 21.8% კი, თურქეთის შემთხვევაში.

წყარო: საქსტატი

ამავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2 პროცენტი შეადგინა. პირველი სამეული ასე ჩამოყალიბდა: აშშ (654.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მლნ. აშშ დოლარი). ყველაზე დიდი ზრდა, 733.9%, გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში დაფიქსირდა, ყველაზე შესამჩნევი კლება კი, 8%, იტალიის შემთხვევაში.

წყარო: საქსტატი

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (669.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (663.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (642.8 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი