საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან ერთად, პროექტ Go Digital-ს ახორციელებს. პროექტი რეგიონული ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტებში სასტუმრო, სარესტორნო ან საცალო გაყიდვების ბიზნესებს ონლაინ სისტემების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამის პრეზენტაცია გორში, 1 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო გორი ინნ-ში შედგება. შეხვედრაზე რეგიონულ ბიზნესები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების გაციფრულება, ონლაინ მართვის სისტემების დანერგვა და ფინანსური პროცესების მოწესრიგება.
ინფორმაციისთვის, პროექტში ჩართვიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესები უფასოდ სარგებლობენ:
- რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის Kovzy-ის მომსახურებით;
- ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის B2C.ge-ის მომსახურებით;
- სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის Ehotelspace.com-ის მომსახურებით;
- მარაგების მართვისთვის Optimo-ს მომსახურებით.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილეები სარგებლობენ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:
- ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾;
- ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾;
- ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.
პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესებს შეუძლიათ. სამიზნე რეგიონების სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
თუ გაინტერესებთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ პროგრამაში, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს და გაიარეთ რეგისტრაცია გორში ღონისძიებაზე დასასწრებად.
იმისათვის კი, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და ციფრული ტერმინალი. S