საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების მხარდამჭერი, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან და Visa-სთან პროექტ Go Digital-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე 11 მუნიციპალიტეტსა და 94 თემში მდებარე ბიზნესების საქმიანობის გაციფრულების, ონლაინ სისტემების დანერგვის და ფინანსური პროცესების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტში ჩართვით, სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის ან მაღაზიების მფლობელები გაიმარტივებენ ბიზნესოპერაციებს. აღსანიშნავია, რომ 6 თვის განმავლობაში უფასოდაა ხელმისაწვდომი Kovzy-ის მომსახურება რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისთვის, B2C.ge-ის მომსახურება ონლაინ მაღაზიის შექმნისთვის, Ehotelspace.com-ის მომსახურება სასტუმროს ოპერაციების გაციფრულებისთვის და Optimo-ს მომსახურება მარაგების მართვისთვის
გარდა ამისა, ბიზნესები შეძლებენ, ისარგებლონ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე:
- ბიზნესბარათის საკომისიო პირველი 1 წლის განმავლობაში – 0₾;
- ციფრული ტერმინალის საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – 0₾;
- ციფრულ ტერმინალზე სადებეტო ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციაზე საკომისიო პირველი 6 თვის განმავლობაში – განისაზღვრება 1%-ით.
სამიზნე მუნიციპალიტეტების და თემების სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
„საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და გაძლიერებას. მათ შორისაა პროექტი Go Digital, რომელიც რეგიონებზეა ფოკუსირებული. ამ ბიზნესების მხარდაჭერა ნიშნავს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტებით USAID-თან და Visa-სთან ერთად, ეკონომიკის გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“, – აცხადებს ოლღა ნაკაშიძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსი მენეჯერი.
„ბიზნესების გაციფრულება და მათი სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფა Visa-ს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებაა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა და USAID-თან პარტნიორობით, ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას საქართველოში, პროექტ Go Digital-ის ფარგლებში. Visa, როგორც მოწინავე გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად ყველგან და ყველასთვის. მჯერა, საქართველოს რეგიონებში მოქმედი ბიზნესების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი როლი ქვეყნის უნაღდო და ციფრული მომავლის შექმნაში უდიდესია“, – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
„საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაციფრულების ხელშეწყობით USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ამ საწარმოების წვდომა ინოვაციებზე და გაუხსნას მათ ბაზრის ახალი შესაძლებლობები. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ამ თემებში არსებული საწარმოების ზრდას და შესაბამისად, თემების ეკონომიკურ გაძლიერებას”. – აცხადებენ პროგრამაში.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და პროექტში ჩართვისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ უკეთესი პირობებით საბანკო სერვისებზე, გახსენით საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში, გაააქტიურეთ Visa ბიზნესბარათი და – ციფრული ტერმინალი. S