საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად ბანკი გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიებას, Seamless Europe 2023 – ს შეუერთდა.
მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენლები :
- მაიკო გორგილაძე – ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელმაც ორ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა : სისტემის მოდერნიზაცია, აპლიკაციების ინტეგრაცია, AI – სა და ML -ის როლი ფინანსურ სერვისებში, ასევე ინოვაციური ციფრული სერვისების გამოყენებასა და ტრადიციული ბანკინგის გამოწვევებზე.
- ავთანდილ გუჯაბიძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე “ფინანსური პირობების გათანაბრება ღია ბანკინგის მეშვეობით : კრეატიულობა,მეტი საბანკო გადაწყვეტების შექმნა და კონკურენციის ხელშეწყობა ბაზარზე“
- ხოლო, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა – გიორგი კინწურაშვილმა პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე : „როგორ შეუძლიათ ბანკებს მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემის გამოყენება სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“
Seamless Europe 2023 ბერლინში გაიმართა და მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 350 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა : DEUTSCHE BANK , J.P. MORGAN, EBAY , COCA-COLA, ADIDAS, FARFETCH, PORSCHE, UBER და სხვა.
„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში და ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით დავნერგეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა : ციფრული ინოვაციები, მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება, ფინანსური სისტემების მომავალი – AI – ისა და ML -ის როლი ფინანსურ სერვისებში და სხვა., ასევე საშუალება გვქონდა პრეზენტაციის სახით წარგვედგინა ბანკის ახალი პლატფორმა – ბიზნეს მენეჯერი და გვესაუბრა, თუ როგორ შეუძლიათ ბანკებს გადახდების მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემების გამოყენება, სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“ – განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა. S