საქართველოს საგარეო ვალმა 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო ვალმა 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვალი 419 მილიონი დოლარით გაიზარდა და 14.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის მოცულობის და ლარის გაუფასურების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ვალის ტვირთის გამომხატველია. 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 2015 წლის პროგნოზირებული მშპ-ის 110%-ია. 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 86% იყო.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალებს. 2015 წლის მეორე კვარტალში 179 მილიონი დოლარით გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი. 52 მილიონი დოლარით გაიზარდა კომერციული ბანკების საგარეო ვალი. 53 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით არსებული კომპანიათაშორისი სესხები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.