იანვარ-ივნისში ტურიზმიდან შემოსავალი 3 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან შემოსავალი 3 პროცენტით გაიზარდა

2015 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 766.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალზე 3%-ით (21 მილიონი დოლარით) მეტია. ზრდა საქმიანი ვიზიტებიდან შემოსავლის მატებამ განაპირობა, რადგან საქმიანი ვიზიტებიდან შემოვიდა 27 მილიონი დოლარით მეტი, ხოლო პირადი ვიზიტებიდან შემოსავალი 6 მილიონი დოლარით შემცირდა.

კვარტლების მიხედვით თუ ვნახავთ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავალი 9 მილიონი დოლარით შემცირდა. ხოლო, მე-2 კვარტალში (2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით) 30 მილიონი დოლარით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *