სასამართლომ Amazon-ი ევროკომისიის $300-მილიონიანი განკარგულებისგან გაათავისუფლა

სასამართლომ  Amazon-ი ევროკომისიის $300-მილიონიანი განკარგულებისგან გაათავისუფლა

ევროპის ერთ-ერთმა უმაღლესმა სასამართლომ 2017 წელს ევროკომისიის მიერ Amazon-ისთვის გაცემული განკარგულება, გადაეხადა 300 მილიონი დოლარი გადასახადებისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, გააუქმა.

შეგახსნებთ, რომ მარგრეთ ვესტაგერმა, რომელიც ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია და არჩეულია მეორე ვადით, როგორც გაერთიანების ანტიმონოპოლიური ხელმძღვანელი, Amazon-ს 2017 წელს დააკისრა ვალდებულება, გადაეხადა 250 მილიონი ევრო ლუქსემბურგისთვის მას შემდეგ, რაც კომისიამ დაასკვნა, რომ ქვეყანამ მას უკანონოდ დართო ნება,  სხვა კომპანიებთან შედარებით უსამართლო უპირატესობა მოპოვებინა და გადაეხადა 4-ჯერ ნაკლები დონის გადასახადი.

აღნიშნული გადაწყვეტილება Amazon-მა გაასაჩივრა და საერთაშორისო და ლუქსემბურგის საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინება მოითხოვა. ლუქსემბურგში დაფუძნებულმა გენერალურმა სასამართლომ კი ოთხშაბათს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა Amazon-ს სადაგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება ვერ დაუმტკიცა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვესტაგერი, როგორც ევროკავშირის კონკურენციის აღმასრულებელი პირი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარეგულირებელია. ცნობისთვის, მან გადასახადების თავიდან არიდების თაობაზე დავა წააგო Starbucks-ისა (30 მილიონი ევრო) და Apple-ის (13 მილიარდი ევრო) წინააღმდეგ, მაგრამ მოიგო Fiat Chrysler-თან (33 მილიონი დოლარი). ამჟამად ვესტაგერი ღია გამოძიებას აწარმოებს Nike–სა და IKEA–ს წინააღმდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას.