2 აგვისტოს საკრედიტო რეიტინგების წამყვანმა სააგენტო Fitch Ratings-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი AAA-დან AA+-მდე შეამცირა, რასაც მთავრობისგან, თეთრი სახლისაგან და ინვესტორებისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. სააგენტომ აღნიშნული ნაბიჯი სახელმწიფოში ფისკალური დეფიციტის მზარდი მაჩვენებლით ახსნა.
საინტერესოა, რომელი ქვეყნები ინარჩუნებენ Fitch Ratings-ის საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს, AAA-ს. მოცემული დროისთვის, S&P Global Ratings-ის, Fitch-ისა და Moody’s Investors Service-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე ეკონომიკებს შორისაა გერმანია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, სინგაპური და ავსტრალია. კანადის საკრედიტო რეიტინგი AAA-დ მხოლოდ ორი სარეიტინგო კომპანიის მიერაა შეფასებული.
Fitch-ის მიერ აშშ-ის რეიტინგის დაქვეითება მოჰყვა S&P-ის შემცირებას 2011 წელს, რის გამოც Moody’s ერთადერთ მთავარ სარეიტინგო კომპანიად დარჩა, რომელიც ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკისთვის.
Berenberg Capital Markets-ის თანახმად, ჯერჯერობით შეშფოთება, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა შესაძლოა მზერა უმაღლესი შეფასების მქონე დანარჩენი ქვეყნებისკენ მიაპყრონ, ნაადრევია.