სავარაუდოდ, რუსეთმა უკრაინაში თავისი მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა დაკარგა

სავარაუდოდ, რუსეთმა უკრაინაში თავისი მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა დაკარგა

Defense Blog-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ჯარებმა დაკარგეს ერთ-ერთი მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, S-400, იგივე „ტრიუმფი“, მას შემდეგ რაც ის უკრაინულმა რაკეტამ გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ცნობილი გახდა არა რუსული ოფიციალური უწყებებიდან, არამედ დაღუპული ჯარისკაცისთვის დაბეჭდილი ნეკროლოგიდან.

S-400 არის შორი მანძილის, „მიწა-ჰაერი“ ტიპის სარაკეტო სისტემა (LR-SAM), რომელიც რუსეთის მიერაა წარმოებული. ის S-300-ის მემკვიდრეა, რომელიც საბჭოთა კავშირის ეპოქაში შეიქმნა.

S-400 შექმნილია საჰაერო საფრთხის აღმოსაფხვრელად, დაწყებული სტელსის თვითმფრინავებიდან დასრულებული უპილოტო საფრენი აპარატებით (UAV), საკრუიზო და ასევე ბალისტიკური რაკეტებით. ეს არის მობილური გაშვების სისტემა, რომელსაც შეუძლია განათავსოს ოთხამდე ტიპის რაკეტა იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც ვიზუალურ დიაპაზონს სცილდება (BVR).

S-400-ს ობიექტის განადგურება 400 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია, ხოლო მისი სარადარო სისტემები სამიზნეებს 600 კილომეტრის დიაპაზონში ასკანერებენ. აღსანიშნავია, რომ ის ერთდროულად 800-მდე სამიზნეს აკვირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *