სექტემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაძვირდა

სექტემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 2.7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 2.7%-ით გაძვირდა.

სექტემბერში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: განათლება (3.7%), საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: (1%), ჯანმრთელობის დაცვა (0.6%). ამასთან, ფასების 16.2%-იანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე;

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სატრანსპორტო მომსახურება გაძვირდა – 6.2%-ით. 5.7%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები 4.9%-ით გაიზარდა, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.8%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია საქართველოში