სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაძვირდა

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.9 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის სექტემბერთან შედარებით 5.5%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 46%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 0.9%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც ინდექსის საერთო მაჩვენებელი 0.7% პუნქტით გაზარდა. კვების პროდუქტების, სასმელების წარმოება 1.2%-ით გაძვირდა, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება კი 1%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4.5%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.1%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (5.5%), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (15%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 14%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *