სექტემბერში საქართველოში 210 ათასი ტურისტი შემოვიდა

სექტემბერში საქართველოში 210 ათასი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოში 247  105 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 209 642 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში).

2020 წლის სექტემბერთან შედარებით, წელს სექტემბერში 4.6-ჯერ (194 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვანად არის შემცირებული. 2019 წლის სექტემბერში 670 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2021 წლის სექტემბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 330 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის სექტემბერში ყველზე მეტი ვიზიტორი – 33 000 რუსეთიდან შემოვიდა. თურქეთიდან 32 281 ვიზიტორი შემოვიდა, უკრაინიდან 22 972, სომხეთიდან 18 158 და ბელარუსიდან 11 858.

ცხრა თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 13.7%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 18.5%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ცხრა თვეში საქართველოში ჩამოვიდა 1.3 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც ტურისტი 1.1 მლნ იყო.

10 ქვეყანა საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

ვიზიტორების რაოდენობა

რუსეთი

33,139

თურქეთი

32,281

უკრაინა

22,972

სომხეთი

18,158

ბელარუსი

11,858

ყაზახეთი

10,930

საუდის არაბეთი

9,338

აზერბაიჯანი

8,726

ისრაელი

7,896

პოლონეთი

7,029

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *