საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ინდექსი 1.6%-ით გაიზარდა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს, ეს ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2%-ით ზრდამ განაპირობა. ამან კი ინდექსის ცვლილებაში 0.7%-იანი წვლილი შეიტანა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაფიქსირებული მაჩვენებელი 12.6%-ით აჭარბებს 2022 წლის თებერვლის მონაცემს. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 32.3%-ით ზრდამ, ასევე სამშენებლო მასალების 6.3%-ით გაძვირებამ განაპირობა. ამან კი, შესაბამისად, ინდექსის ცვლილებაში 7.2 და 3.6 პროცენტიანი წვლილი შეიტანა.