სექტორები, სადაც ყველაზე მეტი უცხოელია დასაქმებული

სექტორები, სადაც ყველაზე მეტი უცხოელია დასაქმებული

ეკონომიკის სამინისტროს მერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 96,536 გამოკითხული საწარმოდან 9,199 საწარმოს გამოკითხვის მომენტში 17,595 უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავდა დასაქმებული.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ ეკონომიკურ სექტორებში, როგორიცაა:

  • მშენებლობა – 5,560 დასაქმებული (უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 31.6%)
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 4,757 დასაქმებული (27%)
  • ტრანსპორტირება და დასაწყობება – 13,866 დასაქმებული (7.9%)
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1,260 დასაქმებული (7.2%)
  • ტურიზმი – 1,231 დასაქმებული (7%).

მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (848/4.8% დასაქმებული) და დამამუშავებელი მრეწველობის (728/4.1% დასაქმებული) დარგებში.

საკმაოდ მოკრძალებული წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობებსა – 466 დასაქმებული (2.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენებასა – 350 დასაქმებული (2%) და სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობის – 189 დასაქმებული (1.1%) ეკონომიკურ სექტორებში.

2017 წლის 1 სექტემბერს 2016 წლის 1 სექტემბერთან შედარებით სულ უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 17.3%-ით გაიზარდა და 17,330 კაცი შეადგინა, რაც მთლიანი დასაქმების 2.2%-ია. 

დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ნახევარი 48.4% (8,379 დასაქმებული) ძირითადად დირექტორებსა და მთავარი ხელმძღვანელი პირების პროფესიულ ჯგუფებზე მოდის (წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-იანი ზრდა).

აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ უცხოელების დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა: საწარმოს ჰყავს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65.8%) და საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17.3%).

მაღალია მოთხოვნა:

ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო მეცნიერებების სპეციალისტ-პროფესიონალებზე (ამ პროფესიულ ჯგუფს მიკუთვნებული 1,707 უცხო ქვეყნის მოქალაქეა დასაქმებული, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთლიანი დასაქმების 9.9%-ს შეადგენს და წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 160%-ითაა გაზრდილი);

მოპოვებასა და მშენებლობაზე დასაქმებული მუშებზე (1,423 დასაქმებული – 8.2%, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 38%- იანი ზრდაა);

მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის მუშებზე (1,190 დასაქმებული – 6.9%);

ინდივიდუალური მომსახურებისა და დაცვის სამსახურის მუშაკებზე (859 დასაქმებული- 5%, წინა წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება);

ფიზიკური და ტექნიკური მეცნიერებების სპეციალისტებზე (770 დასაქმებული – 4.4%, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი)

საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერებზე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში (542 დასაქმებული – 3.1%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.