Shell-ი ნიგერიაში ნავთობის დაღვრის გამო 111 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

Shell-ი ნიგერიაში ნავთობის დაღვრის გამო 111 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

50 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ნავთობის კორპორაცია Shell-ი ნიგერიას 111 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. კომპანიის სპიკერის განცხადებით, აღნიშნული თანხა იქნება სრული და საბოლოო ანგარიშსწორება Ejama-Ebubu-ს საზოგადოებისათვის 1967-1970 წლებში მიმდინარე ომის დროს დაღვრილი ნავთობისთვის.

კომპანია საკუთარ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი მესამე პირის ჩარევით მოხდა და ამასთან უშუალოდ კომპანიას კავშირი არ ჰქონია. 2010 წელს ნიგერიის სასამართლომ, Shell-ი 41.36 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. თუმცა, კომპანიამ სასამართლოს მას შემდეგ აპელაციის არაერთი წარუმატებელი მოთხოვნით მიმართა.

გასულ წელს, ნიგერიის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ კომპანიისათვის დაკისრებული ჯარიმის რაოდენობა ათჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცემის დროს. საქმე Shell-ის წინააღმდეგ 1991 წელს აღიძრა. თუმცა Shell-მა განაცხადა, რომ მას სასამართლო პროცესების დროს არ მიეცა თავის დაცვის შესაძლებლობა გაჟღერებული ბრალდებების წინააღმდეგ. კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დასაწყისში მიმართა.

საინტერესოა, რომ ინციდენტი დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა, თუმცა ნივთიერებების მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ეფექტები დღემდე ვლინდება. მდინარე ნიგერის დელტა განსაკუთრებით ზარალდება ნივთიერებების დაღვრის გამო.

საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Shell-ის სათაო ოფისმა ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოში დამოუკიდებელი სარჩელი შეიტანა კომპანიის ნიგერიული წარმომადგენლობის წინააღმდეგ. Shell-ის განცხადებით, მდინარე ნიგერის დელტაში ჩაღვრილ ნივთიერებებზე 2004-2007 წლებში პასუხისმგებლობა კომპანიის ნიგერიულ წარმომადგენლობას ეკისრებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *