აშშ-ში შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირთათვის ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს

აშშ-ში შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირთათვის ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს

შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შესუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, Phizer-ის და Moderna-ს მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა დაუშვა.

FDA-ის რეკომენდაცია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირთა გარდა ეხება მათ, ვისაც ორგანოების გადანერგვის ოპერაცია აქვს გაკეთებული.  შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, სხვა სრულად ვაქცინირებულ პირებს ვაქცინის დამატებითი დოზა არ სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების აზრი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით იმ პირთათვის, რომელთაც რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ კვლავ ორადაა გაყოფილი.

Phizer-ის განცხადებით, BioNTech-ის შემუშავებული ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში შესაძლოა შემცირდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღებიდან ვაქცინის 96%-იანი ეფექტურობა 84%-მდე შემცირდა. Moderna-ს განცხადებით, კი, „დელტა“ შტამის გავლენამ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებზე, გამაძლიერებელი დოზის მიღების საჭიროება შექმნა.

მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დონის გასაზრდელად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა, მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე დამატებითი დოზის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *