სლოვაკეთის პრემიერი რუსული ვაქცინების შესყიდვით გამოწვეული კრიზისის გამო თანამდებობას ტოვებს

სლოვაკეთის პრემიერი რუსული ვაქცინების შესყიდვით გამოწვეული კრიზისის გამო თანამდებობას ტოვებს

სლოვაკეთის მთავრობის კაბინეტის წევრები ერთთვიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით შეთანხმდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი თანამდებობას დატოვებს.

კვირას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის გადადგება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის. მისივე თქმით, იგორ მატოვიჩმა ფინანსთა მინისტრ ედუარდ ჰეგერს პოსტების გაცვლა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰეგერმა განაცხადა: „მე ვიღებ ამ გამოწვევას“.

კრიზისი სლოვაკეთში სამი კვირის წინ დადებულმა საიდუმლო გარიგებამ გამოიწვია, რომელიც სლოვაკეთის მხრიდან კორონავირუსის ვაქცინის რუსეთის Sputnik V-ის  2 მილიონი დოზის შეძენას გულისხმობდა. იგორ მატოვიჩმა გარიგება კოალიციური მთავრობის თანხმობის გარეშე  დადო.

პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად გადაჭრას არაერთხელ შეეცადა. Sputnik V-ის შეძენით, მატოვიჩის აზრით, ის დააჩქარებდა ვაქცინაციის პროგრამას ევროკავშირის ერთ–ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყანაში. სლოვაკეთში პანდემიით დაახლოებით 9,500 ადამიანი გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრის აღნიშნულმა ნაბიჯმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვას შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ქმედებამ შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე იქონიოს გავლენა. სლოვაკეთი ევროკავშირის ნაწილია, რომელსაც ჯერ არა აქვს დამტკიცებული რუსული ვაქცინის ეფექტიანობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *