Commerzbank-მა ჰელმუტ გოტშალკი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ წარადგინა

Commerzbank-მა ჰელმუტ გოტშალკი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ წარადგინა

Commerzbank-მა ჰელმუტ გოტშალკი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ წარადგინა. ის დაიკავებს ჰანს-იორგ ვეტერის ადგილს, რომელიც თანამდებობიდან 16 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა.

2019 წლის მონაცემებით, Commerzbank-ი გერმანიის სიდიდით მეორე ბანკია. ბანკი 50-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს და გერმანიის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 30%-ს ახორციელებს. Commerzbank-ი ფინანსური მომსახურების სრულ პორტფელს მსოფლიო მასშტაბით 11 მილიონ მომხმარებელს სთავაზობს. 2020 წელს Commerzbank-ის შემოსავალი 8,2 მილიარდი ევრო იყო. ბანკს 50,000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ამჟამინდელი დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამო, რომელმაც საბანკო სექტორში ცვლილებები შეიტანა, Commerzbank-მა ახალი სტრატეგია შეიმუშავა – „სტრატეგია 2024“. ბანკის განცხადებით, ის გერმანიაში ფილიალების რაოდენობას შეამცირებს 790-დან 450-მდე და 2024 წლისთვის თანამშრომლების რაოდენობა 10,000 იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *