Sony და Marvel-ი ადამიანი-ობობას კიდევ სამ ფილმს გამოუშვებენ

Sony და Marvel-ი ადამიანი-ობობას კიდევ სამ ფილმს გამოუშვებენ

როგორც ჩანს, ადამიანი-ობობას ისტორია Marvel-ის კინოსამყაროში, ფილმის უახლესი ნაწილით, No Way Home-ით, არ დასრულდება. ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები Sony Pictures-ისა და Marvel Studio-ს შორის შეწყვეტილი თანამშრომლობის შესახებ, რაც ტომ ჰოლანდის ადამიანი-ობობას დასრულებასაც მოასწავებდა.

Fandango-სთან ინტერვიუში, Sony-ის ადამიანი-ობობას ფილმის პროდიუსერმა, ემი პასკალმა, ფილმის მომავალი სერიების შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გაამხილა. როგორც პასკალი ამბობს, Sony-ისა და და Marvel Studio-ს თანამშრომლობით, ადამიანი-ობობას კიდევ სამი ფილმის გადაღება იგეგმება, ტომ ჰოლანდი კი მინიმუმ ერთ ნაწილში, ადამიანი-ობობას როლის შემსრულებლად მოგვევლინება. ფილმში ასახული სიუჟეტი კვლავ Marvel-ის კინოსამყაროში მიმდინარეობს. „ეს არ არის ბოლო ფილმი, რომლის გადაღებასაც ჩვენ Marvel-თან ერთად ვაპირებთ, და ეს არ მოხდება არც ადამიანი-ობობას ფილმის შემთხვევაში“, – განაცხადა პროდიუსერმა Fandango-სთან ინტერვიუში.

პირველი მნიშვნელოვანი მინიშნება, ტომ ჰოლანდის ადამიან-ობობად დაბრუნების შესახებ, Venom: Let There be Carnage-ის პოსტკრედიტულ სერიაში გამოჩნდა. თავის მხრივ, ბოლო ნაწილი, No Way Home-ი, ადამიანი-ობობას კინემატოგრაფიულ მომავალს ნებისმიერი ფორმის მიღების საშუალებას აძლევს. მაშინ, როდესაც ადამიანი-ობობას ვინაობა უკვე ცნობილია, პიტერ პარკერის პერსონაჟი უკვე ვეღარ ახერხებს სუპერგმირისა და ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნას. Doctor Strange-ისთვის დახმარების თხოვნა კი სიტუაციას უფრო მეტად სახიფათოს ხდის, რაც პარკერს აღმოაჩენინებს, თუ რას ნიშნავს, იყო ნამდვილი ადამიანი-ობობა.

Spider-Man: No Way Home-ის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.  დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგიერთ საიტზე ბილეთების მაღალი ფასით გადაყიდვის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *