SpaceX-ის იუპიტერის მთვარეზე მისიას NASA $178 მილიონით დააფინანსებს

SpaceX-ის იუპიტერის მთვარეზე მისიას NASA $178 მილიონით დააფინანსებს

NASA-მ ილონ მასკის SpaceX-ი, კონკრეტულად კი კომპანიის რაკეტა Falcon Heavy, იუპიტერის მთვარის შესასწავლი პირველი მისიის განსახორციელებლად შეარჩია. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 178 მილიონ დოლარს შეადგენს.

მისია, სახელწოდებით Europa Clipper-ი, 2024 წლის ოქტომბერში განხორციელდება. მისიის მთავარი მიზანია გამოიკვლიოს, არის თუ არა იუპიტერის თანამგზავრ   ევროპაზე  სიცოცხლისთვის  საჭირო პირობები, მოიკვლიოს იქ მიმდინარე გეოლოგიური პროცესები და დაადგინოს ევროპის ოკეანის სიღრმე და მარილიანობა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ნასა SpaceX-თან სულ უფრო ხშირად თანამშრომლობს. გასულ წელს ნასას ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე SpaceX-ის Crew Dragon-ით გაფრინდნენ. რაც შეეხება Europa Clipper-ის მისიას, როგორც Ars Technica-ს უფროსი რედაქტორი ერიკ ბერგერი აცხადებს, SpaceX-თან ამ კონტრაქტის დადებას დიდი პოლიტიკური წინააღმდეგობა უძღოდა წინ. კონგრესი NASA-ს არწმუნებდა, მისია მათივე ხომალდით განეხორციელებინათ, თუმცა საბოლოოდ მეცნიერებმა გადაწყვეტილება მაინც SpaceX-ის სასარგებლოდ მიიღეს. ნასასთვის SpaceX-თან თანამშრომლობა ბევრად ნაკლებ ხარჯებს უკავშირდებოდა, ვიდრე საკუთარი ხომალდის გაშვება, რომლის 2024 წლისთვის შესაბამისად ტექნიკურად გამართვა შესაძლოა ვერც მოესწროთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *