სტეფან ქარის კარიერის საწყის ეტაპზე შექმნილი სპორტული ბარათი რეკორდულ ფასად - $5.9 მილიონად გაიყიდა

სტეფან ქარის კარიერის საწყის ეტაპზე შექმნილი სპორტული ბარათი რეკორდულ ფასად - $5.9 მილიონად გაიყიდა

Alt Fund II-მა, რომელიც ალტერნატიული აქციების პლატფორმა Alt-ის საინვესტიციო ფონდია, სამშაბათს განაცხადა, რომ სტეფან ქარის 2009 წლის სპორტული ბარათი, მისივე ხელმოწერით, $5.9 მილიონად შეიძინა, რითაც გაუმჯობესდა ლებრონ ჯეიმსის 2003 წლის ბარათის რეკორდი, რომელიც აპრილში $5.2 მილიონად გაიყიდა.

Alt-ი საკუთარ პლატფორმაზე კოლექციონერებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ და გაცვალონ სპორტული ბარათები. კომპანიამ $31-მილიონიანი ინვესტიცია მიიღო NBA-ის ისეთი ვარსკვლავებისგან, როგორებიც არიან კევინ დურანტი და ტობიას ჰარისი, ასევე, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშე ლარი ფიცჯერალდისგან. 2020 წლის ივლისში Alt-მა შეიძინა ლებრონ ჯეიმსის პირველი, 2003 წლის  სპორტული ბარათი მისივე ხელმოწერით და შექმნა Alt Fund I.

ფონდი ღიაა მხოლოდ აკრედიტებული ინვესტორებისთვის,  ბარათები კი განთავსდება  Alt Vault-ში. კომპანიის საცავში ინახება პროფესიონალი სპორტსმენების 10,000-მდე ბარათი, რომელთა ღირებულებაც $50 მილიონს უტოლდება.