Tesla-მ რეკორდულად მაღალი - $438 მილიონის - მოგება მიიღო

Tesla-მ რეკორდულად მაღალი - $438 მილიონის - მოგება მიიღო

ბიზნესმენისა და გამომგონებლის, ილონ მასკის, ელექტროავტომობილების მწარმოებელმა კომპანია “ტესლამ“ 2021 წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა.

„ტესლას“ შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის კვარტალური წმინდა მოგება $438 მილიონამდე ავიდა, რაც რეკორდულად მაღალი შედეგია. შემოსავალი კი ერთ წელიწადში 74%-ით გაიზარდა და $10.39 მილიარდს მიაღწია. ამასთანავე, თითო აქციის ღირებულება 93 ცენტი აღმოჩნდა, რაც ექსპერტების მიერ ნავარაუდებ 79 ცენტზე გაცილებით მეტია.

აღსანიშნავია, რომ „ტესლას“ შემოსავლის ძირითადი ნაწილი შედარებით ძველმა და ნაკლებად ძვირად ღირებული მოდელის (Model 3-ის სედანი და Model Y) მანქანებმა მოუტანა. მთლიანობაში კომპანიამ 184,800 მანქანა გაყიდა.

„ჩვენ მოტივირებულები ვართ ჩინეთის ბაზარზე მოდელ Y-ის წარმატებით და სწრაფად მივილტვით სრულ წარმოებაზე გადასვლისკენ“ – ქვეყნდება „ტესლას“ ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „ტესლას“ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გახსნილმა ქარხანამ მოდელ Y-ის წარმოება გასული წლის ბოლოს დაიწყო, მოდელ 3-ის სედანების წარმოება კი შედარებით ადრეც მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული არდადეგების დროს მოთხოვნა, როგორც წესი, მცირდება, 2021 წლის თებერვალში ჩინეთში „ტესლას“ გაყიდვების რიცხვმა წინა თვესთან შედარებით გაცილებით იმატა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *