თბილისი ჰილსი: იცხოვრე სრულყოფილებაში და ბუნებასთან ჰარმონიაში

თბილისი ჰილსი: იცხოვრე სრულყოფილებაში და ბუნებასთან ჰარმონიაში

ქალაქის ისტორიული ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისი ჰილსი“ მდებარეობს. 331 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშლილი სივრცე მისი მობინადრეებისა და სტუმრებისთვის რიგი შესაძლებლობების არეალს ქმნის – მათთვის სერვისების მრავალფეროვნებისა და მაღალი ხარისხის კომფორტის შეთავაზებით.

თბილისის ყველაზე მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსი 5 ათას საცხოვრებელ ერთეულს (მიწის ნაკვეთები, კერძო სახლები, აპარტამენტები),  ევროპული სტანდარტების რესტორანს, ბუნებაში განთავსებულ პარკსა და საქართველოსთვის ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედანს აერთიანებს. თუმცა ეს ყველაფერი არაა: „თბილისი ჰილსს“ უახლოეს მომავალში ახალი აპარტამენტები, საქართველოში უდიდესი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და გოლფერების პირველი ქლაბჰაუსი დაემატება.

საქართველოსთვის უნიკალური პროექტი მრავალწლიანი საპროექტო გამოცდილების მქონე გუნდისა და საერთაშორისო მასშტაბის კომპანიების:  Reynaers-ის Caparol-ის, FunderMax-ისა და Laminam-ის ერთობლივი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ახალ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, მის დიზაინზე მრავალი ჯილდოს მფლობელმა ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანია OAB Studio-მ (Office of Architecture in Barcelona) იმუშავა.

მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვასთან ერთად, „თბილისი ჰილსის“ პრიორიტეტად ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა რჩება. 2022 წელს კომპლექსი FIABCI-ის მიერ „ყველაზე ენერგოეფექტიან და მწვანე პროექტად“ დასახელდა. „თბილისი ჰილსში“ ხორციელდება მდგრადი და გამოცდილი პროექტები, სუფთა ენერგიის გამოსამუშავებლად კი მის ტერიტორიაზე მზის პანელებია განთავსებული.

სტუმრებისა და მცხოვრებლების მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველსაყოფად, „თბილისი ჰილსი“ ამჟამად საქართველოში უდიდეს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსზე მუშაობს. განტვირთვისა და დასვენების ახალი სივრცე პრაქტიკულობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას გააერთიანებს, საიდანაც პანორამული ხედი ერთი მხრიდან შავნაბადის მონასტერზე, მეორე მხრიდან კი ქალაქის პეიზაჟზე იშლება.

სტუმრებისა და მობინადრეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპორტული კომპლექსი ღია და დახურულ საცურაო აუზებს, მზის აბაზანების მისაღებად განკუთვნილ მოსასვენებელ სივრცეს, კაფე-ტერასას, სპასა და საუნას გააერთიანებს. კომპლექსში მოეწყობა ჩოგბურთისა და პიკლბოლისთვის განკუთვნილი მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი და იოგას ოთახი, ასევე დიდი ლაუნჯი და სამუშაო სივრცე მათთვის, ვისაც მუშაობა ტერიტორიის დატოვების გარეშე სურს.

ახალ პროექტებზე მუშაობის გარდა, „თბილისი ჰილსი“ კომპლექსის ყველაზე დიდი ბენეფიტის კიდევ უფრო გაუმჯობესებასაც აგრძელებს. ევროპის გოლფის მოედნების ტოპ-ათეულში შესულ 18-ფოსოიან მოედანს საქართველოში პირველი, გოლფერებისთვის შექმნილი ქლაბჰაუსი დაემატება. „თბილისი ჰილსის“ ახალი წამოწყება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სპორტის ენთუზიასტებს გააერთიანებს და გოლფერების საზოგადოების ზრდასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ქლაბჰაუსის დიზაინი „თბილისი ჰილსის” არქიტექტორებსა და ჰოლანდიურ კომპანია Mecanoo-ს ეკუთვნის. ქლაბჰაუსი არაერთ მნიშვნელოვან ობიექტს, მათ შორის: გოლფის აქსესუარების მაღაზიას, გამოსაცვლელ ოთახებს, პანორამული ხედების მქონე ექსკლუზიურ საუნას, რესტორანსა და ბარს აერთიანებს. ტერიტორია გათვლილია როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპორტსმენებისთვის და მათ შორის მეგობრული და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

სრულყოფილებასა და ბუნების ჰარმონიასთან ცხოვრების მსურველებს კი  მრავალფუნქციური საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული პროექტი ახალ აპარტამენტებსაც შესთავაზებს. კომპლექსში სამი ოთხსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება – თითოეულში 44 აპარტამენტით. აპარტამენტების წინ მოეწყობა 2 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკი, რომელიც სტადიონებს, ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო მოედნებსა და სხვადასხვა მოსასვენებელ სივრცეს გააერთიანებს. აშენდება კომერციული შენობა, მაღაზიით, აფთიაქით, კაფეთი და მცხოვრებლებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ობიექტით.

„თბილისი ჰილსის” თითოეულ აპარტამენტში შენარჩუნებულია სივრცის შეგრძნება – სლაიდური ვიტრაჟები და 3.4-3.6 მეტრი სიგრძის ჭერი – პირადი სივრცის მაქსიმალურად დაცვას იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები უზრუნველყოფს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირების მოთხოვნებთან, თითოეულ კორპუსში დაცულია ხარისხის სტანდარტები: გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შიდა პარკინგთან ერთად, აპარტამენტებთან განთავსდება გარე პარკინგიც, სადაც ერთი ადგილი აპარტამენტის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა.

„თბილისი ჰილსში“ აპარტამენტების წინასწარი გაყიდვა დაწყებულია. უნიკალური მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი პირველ მყიდველებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და მოსახერხებელ გადახდის პირობებს სთავაზობს. აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ხოლო ინტერიერის პროექტირება სახლებში მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებული გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

 

S