თბილისის მოდის ინდუსტრია - გამოწვევები და მოლოდინი

თბილისის მოდის ინდუსტრია - გამოწვევები და მოლოდინი

გაზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, შესაბამისად, ახლოვდება მაღალი მოდის სამყაროსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებიც. ცხელი სეზონისთვის დიზაინერები, მოდის კრიტიკოსები და მოდელები უკვე ემზადებიან. სამზადისი, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულია და ის, რა თქმა უნდა, განსხვავდება განვლილი სეზონებისგან. იცვლება მოდა და იცვლება ტენდენციებიც. ბოლო წლებში თბილისის მოდის ტენდენციები უცხოური მედიის განხილვის საგანი მრავალჯერ გახდა. მეტიც – ამ პატარა ქალაქს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქიც კი უწოდეს. მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ თბილისი სწორედ ის ადგილია, სადაც სტუმარი აუცილებლად გაიცნობს მრავალ საინტერესო, ახალგაზრდა და ნიჭიერ დიზაინერს. მათ გაცნობას კი სულ მალე თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონზე შეძლებთ, რომელიც 19–22 აპრილს კვლავ მიიპყრობს საერთაშორისო მედიის ყურადღებას. დიზაინერები ამჯერად შემოდგომა/ზამთრის სამოსის ახალ კოლექციებს წარადგენენ. პარტნიორთა მხარდაჭერით, ჩვენება წელს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში გაიმართება. სტუმრებს განსაკუთრებულ კუთხეებს და აქტივობებს მოდის კვირეულის შემდეგი პარტნიორები პირდებიან: პრემიუმ-კლასის სიგარეტი Sobranie და პრესტიჟული სასმელის ბრენდი Martini, აგრეთვე, Weekend MaxMara, რომელიც მაყურებლის წინაშე სამოსის კუთხით წარდგება. პარტნიორები სტუმრებს საღამოს After Party-ზეც უმასპინძლებენ. კვირეული  წინა წლების მსგავსად  ქართული ხელოვნებისა და კულტურის ლეგენდებს მიეძღვნება. გაცოცხლდება ეპიზოდები ცნობილი ქართული ფილმებიდან. ოთხდღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას გააერთიანებს, რომელთა შემოქმედებიც ქართველი და უცხოელი დიზაინერები იქნებიან: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ლაშა ჯოხაძე, ELENNY,  MIA, SAYYA, MIRO, Marry (MCMarr)  IRO, Marry (McMarr).

აპრილის შემდგომ მოდის ინდუსტრია მაისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე გადაინაცვლებს, რომელიც თბილისის ცირკის შენობაში გაიმართება. 3-7 მაისს თბილისს არაერთი უცხოელი სტუმარი ეწვევა მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე დასასწრებად. შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის შექმნილ ახალ კოლექციებს მრავალი დიზაინერი საზოგადოებას წარუდგენს. 

კვირეულის დამთავრების შემდგომ მთელი წლის განმავლობაში უკვე დაგეგმილია როგორც საგანმანათლებლო, ასევე პროფესიული ხასიათის მასტერკლასებიც. გეგმები ნამდვილად ამბიციურია, საინტერესოა, რამდენად მოახერხებს თბილისი ამჯერადაც მოექცეს საერთაშორისო მოდის კრიტიკოსების ეპიცენტრში და შეინარჩუნოს  მოპოვებული სახელი – აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი.