მომავლის საცხოვრებელი

მომავლის საცხოვრებელი

Krtsanisi Villa Residence – სამოსახლო უბანი, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც ექვს კილომეტრში მდებარეობს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში მაღალი კლასის საცხოვრებელი უბანი გახდება. პროექტი უკვე წარმატებით შესრულდა 5 ჰექტარზე. სამშენებლო სექტორში თერთმეტწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ კიდევ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და შეიძინა 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იმისთვის, რომ განაგრძოს თბილისის ისტორიულ ნაწილში თანამედროვე საცხოვრებელი უბნის განვითარება. Krtsanisi Resort Residence-ის დამფუძნებელი ნოშრევან ნამორაძე ამ უმსხვილესი დეველოპერული პროექტის დეტალებზე გვესაუბრა.

დავიწყოთ თავიდან. როგორ მოხვდით სამშენებლო ბიზნესში?

მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ხარისხისა და ინოვაციის უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი პროექტი უნდა განვითარდეს წამყვანი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად, რაც განასხვავებს განვითარებულ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებულებისგან.

ბევრი მოგზაურობისა და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებული ქალაქის მონახულების შემდეგ, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სხვა ქვეყნების გამოცდილებამ, ამიტომ ჩამოვაყალიბე გეგმა თბილისში ამ სიახლეების დანერგვისა და განხორციელებისთვის – ესაა საკურორტო სტილის საცხოვრებელი გარემო, რომელიც, სიტყვაზე მენდეთ, ჩვენი ქვეყნისთვის სიახლე იქნება.

უძრავი ქონების ბიზნესი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, უზარმაზარ, უნიკალურ და ფართომასშტაბიან პროექტად Krtsanisi Resort Residence-ად იქცა. ჩემი შთაგონება, გამორჩეული უნიკალური არქიტექტურული პროექტებით, სწრაფი განვითარებით, ტექნოლოგიური ინოვაციებითა და პროფესიონალურად შემუშავებული ინფრასტრუქტურით, დუბაიმ გამოიწვია.

ცხადია, მსურს, რომ ჩემმა ქვეყანამ მსგავს განვითარებასა და წარმატებას მიაღწიოს უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ იმ პერიოდში შეძენილმა ცოდნამ, ხედვამ და გამოცდილებამ გამიჩინა მოტივაცია, ამერჩია სწორი მდებარეობა ჩვენს ქალაქში, რომელიც ჩემი მიზნის განხორციელების საშუალებას მომცემდა.

მიზნად დავისახე, ამერჩია სწორი უბანი, რომელიც დააკმაყოფილებდა პროექტის კრიტერიუმებს: საუკეთესო ეკოლოგიური ფაქტორებითა და გამწვანებული ლანდშაფტით, რომელიც ახლოს იქნებოდა ქალაქის ცენტრთან და ექნებოდა როგორც მშვიდი, ასევე უსაფრთხო გარემო. ამასთანავე, ფართობი უნდა ყოფილიყო დიდი, ამიტომ არჩევანი კრწანისის ისტორიულ რაიონზე შევაჩერეთ.

Krtsanisi Resort Residence დაარსდა 2010 წელს და ინვესტიცია განხორციელდა 8 ჰექტარ მიწაზე. თერთმეტი წლის წინანდელთან შედარებით, ბაზარი დღეს აშკარად განსხვავებულია. როგორი იყო ბაზარი და როგორ შეიცვალა ის?

პროექტი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. თავიდან შევისწავლეთ კრწანისის კლიმატი და შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ კრწანისს ჩვენი მოსახლეობა, ისტორიულად, კეთილგანწყობილი კლიმატისა და სუფთა ჰაერის მქონე ადგილად აღიქვამს, რაც მის ეკოლოგიურ სტატუსს განაპირობებს. გარდა ამისა, საქართველოში უცხოური საელჩოების უმეტესობა სწორედ ამ რაიონშია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის უნიკალურობას.

ჩემი ხედვა იყო, რომ ტერიტორია და გარემო, რომელშიც ჩვენი მობინადრეები იცხოვრებდნენ, უნდა მოიცავდეს დაბალსართულიან შენობებს, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინის ფასადებით, ასევე სპორტული, რეკრეაციული და გასართობი აქტივობების ფართო სპექტრით; პროექტის თითოეული დეტალი ზუსტად და ზედმიწევნით უნდა იყოს შესწავლილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ წარმატებით გავუმკლავდით ამ ამოცანას.

შემუშავდა პროექტის განვითარების გეგმა და დავიწყეთ Krtsanisi Resort Residence-ზე მუშაობა. ჩვენი მიზანი იყო საკურორტო სტილის საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებდა საკურორტო სტანდარტებს და ჩვენს მცხოვრებლებს მუდმივ საცხოვრებელ და რეკრეაციულ სივრცეს შესთავაზებდა.

რა არის თქვენი მთლიანი ინვესტიცია Krtsanisi Resort Residence-ის პროექტში?

აღსანიშნავია, რომ ეს სექტორი, გლობალური თვალსაზრისით ბევრ ცვლილებას განიცდის, ინტენსიურად მიმდინარეობს ხარისხისა და უსაფრთხოების ზოგიერთი ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და სექტორი მრავალი ინოვაციური გამოწვევის წინაშე დგას. ამიტომ ჩვენი კომპანია ცდილობს, მისდიოს და აქტიურად ადევნოს თვალყური გლობალურ სტანდარტებს.

უძრავი ქონების განვითარების პოზიციონირება ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა პოზიტიურისკენ. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის მოთხოვნები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსახლეობის ხედვა და მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ადგილობრივი კანონმდებლობის ქონა. შემოღებული რეგულაციები მაღალ სტანდარტებს ეფუძნება.

პირველ ეტაპზე ინვესტიცია განხორციელდა 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოიცავს პროექტის პირველ სამ ფაზას. ზემოაღნიშნული ფაზები წარმატებით დასრულდა და ამ ეტაპზე მე-4 ფაზა მუშავდება. ჩვენი მობინადრეები კი უკვე კომფორტულად ცხოვრობენ ამ საოცარ გარემოში.

პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ კომპანიის სხვა მიმართულებებსაც, რომელთა ფარგლებშიც შევიძინეთ 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. საბოლოო პროექტი სულ ექვს ფაზას მოიცავს და ის 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. მთლიანი ინვესტიცია 200 მილიონი დოლარია.

როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს პანდემიის მიუხედავად? რას ნიშნავს ეს ზრდა თქვენი ბიზნესისთვის და რომელ ტენდენციებზე მიუთითებს?

პანდემიამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე. ამ გლობალურმა გამოწვევამ ჩვენგან უფრო მეტი მობილიზება და გამძლეობა მოითხოვა. კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ყველა ჩვენგანის წინაშე მრავალი გამოწვევა დასახა. ამან გაზარდა ჯანმრთელობისა და ეკონომიკური პრობლემები გლობალური მასშტაბით, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის – სამშენებლო სექტორსაც.

პანდემიის გამო ადამიანებმა გადააფასეს თავიანთი ღირებულებები და მთლიანად შეცვალეს ცხოვრების წესი. ამ პირქუშმა რეალობამ, საზოგადოებისა და ჩვენი შეხედულებების დაახლოებამ მეტი ღირებულება შესძინა და უფრო მეტი ინტერესი გააჩინა ჩვენი პროექტის მიმართ. აღმოჩნდა, რომ Krtsanisi Resort Residence სწორედ ისაა, რაც დღეს მოსახლეობას სჭირდება.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უნიკალური მიკროკლიმატი, რეკრეაციული ზონებისა და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო სივრცეების სიმრავლე, იზოლირებული და უსაფრთხო ზონა – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რასაც მობინადრეებს ვთავაზობთ პანდემიის დროს კომფორტის უზრუნველსაყოფად და მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებად.

რა არის Krtsanisi Resort Residence-ის კონკურენტული უპირატესობა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Krtsanisi Resort Residence-ს გამორჩეულს მისი უნიკალური კონცეფცია ხდის. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ეკომეგობრულ და სუფთა გარემოს; ვინარჩუნებთ და ვუვლით მას ლანდშაფტური მოწყობის გზით. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ყურადღებას ვამახვილებთ სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენი კომპლექსი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას ყველა სპორტული ზონისთვის, რითაც ხელს უწყობს ჩვენი მობინადრეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

კიდევ ერთი სიახლე მდგომარეობს პროექტის შემუშავებისას ჩემს განსხვავებულ მიდგომაში, რეკრეაციული ზონების აშენების თვალსაზრისით. ჰექტარობით მიწაზე გადაჭიმული ყველა დასასვენებელი პარკი მშენებლობის დასრულებამდე აქტიურად ვითარდება. ამრიგად, ჩვენი მომავალი ბინადრები აღმოაჩენენ კეთილმოწყობილ და განვითარებულ ტერიტორიას სრულად გაზრდილი ხეებითა და მცენარეებით.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაქსიმალური კომფორტი მათთვის, ვინც უკვე ცხოვრობს ან აპირებს ცხოვრებას Krtsanisi Resort Residence-ში. ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებს, დავნერგეთ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მომხმარებლის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი უზრუნველყოფა კომფორტული გარემოთი.

გარდა იმისა, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხსაც. ფასადების მოწყობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტია აგრეთვე დახვეწილი და კომპლექსური ინტერიერისა და ექსტერიერის შენარჩუნება და ამ ყველაფრის კომბინაციით ენერგოეფექტიანი პროექტის შექმნა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხი ავუწყოთ ცხოვრების სწრაფ ტემპს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტებით, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული ბაზრის წინაშე. სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენ სექტორში გამორჩეულ პოზიციას ვიკავებთ.

რითია უნიკალური Krtsanisi Resort Residence?

ყველა ის უპირატესობა, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნე, დიდი კომფორტია ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის. სამშენებლო პროცესის პარალელურად, ვაწყობთ რეკრეაციულ ზონებს, სპორტულ მოედნებს, გარე ინფრასტრუქტურას.

პროექტის გეგმა ისეა შემუშავებული, რომ შიდა ზონაში ნებადართულია მხოლოდ გოლფის ურიკების, ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედების გადაადგილება.

პოტენციურ ბინადრებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ საპროექტო ტერიტორია, სადაც ისინი აღმოაჩენენ დასრულებულ რეკრეაციულ, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ზონებს. ეს მათ საშუალებას მისცემს, შეიგრძნონ თავიანთი მომავალი საცხოვრებელი გარემო. ყველა ეს უპირატესობა ჩვენს კომპლექსში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც გამორჩეულები ვართ ქართულ ბაზარზე.

პარალელურად, აქტიურად ვმუშაობდით 45-მეტრიანი აუზის მშენებლობაზე ყვითელი ქვიშის სანაპიროთი და ზღვის ტალღებით, რაც კიდევ ერთი ინოვაციაა ქართულ ბაზარზე. ჩვენი ამოცანა იყო ჩვენი მცხოვრებლებისთვის ზღვისპირა კურორტის იმიტაციის შექმნა.

ჩვენი სლოგანია: „ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე“. ეს არის მისია, რომლის შესრულებაც ჩვენს თავზე ავიღეთ და სლოგანის თითოეული სიტყვა ხელშესახები ხდება Krtsanisi Resort Residence-ის მეშვეობით.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და როგორია თქვენი გაყიდვების მაჩვენებლები? კმაყოფილი ხართ Krtsanisi Resort Residence-ის ბინების გაყიდვით ამ დრომდე?

ჩვენი მომხმარებლები არიან ადამიანები, ვისთვისაც პრიორიტეტულია თავიანთი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ვინც ეწევა აქტიურ ცხოვრების წესს, სურს ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნა და გამწვანებულ ზონაში ცხოვრება, ვისაც სურს ქაოსური ურბანული გარემოსგან შორს და ამავდროულად, ქალაქის ცენტრის სიახლოვეს ყოფნა, ან ვისაც სურს, აქციოს ქონება შემოსავლის წყაროდ.

იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს, რომლებიც თავდაპირველად მიზნად ისახავდნენ ბინის შეძენას საინვესტიციო მიზნებისთვის, ადგილის მონახულებისა და ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ თავად სურდათ იქ ცხოვრება. როგორც ხშირად ხდება, ერთი მომხმარებელი რეკომენდაციას უწევს მეორეს, რითაც იქმნება საერთო ინტერესების მქონე სამეზობლო.

ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ მცხოვრებლებთან მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ.

გაყიდვების ტემპი დინამიკურია და მისი შენარჩუნება გამოცდილი, პროფესიონალი გუნდის ძალისხმევისა და ასევე თავად პროექტის დამსახურებაა, რომელიც ახერხებს თითოეული მომხმარებლისთვის გზავნილის მიწოდებას.

თქვენს მისიაში ნათქვამია, რომ: „ეკოლოგია ის ფაქტორია, რომელიც გვახსოვს პროექტის შემუშავების ყველა ეტაპზე. ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონცეფციაა“. გვიამბეთ საქართველოს სამშენებლო სტანდარტების შესახებ. გაუმჯობესდა თუ არა ისინი დროთა განმავლობაში და ასახავს თუ არა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ახალ სტანდარტებს, რომლებიც ქართულმა სამშენებლო კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ?

რა თქმა უნდა, საქართველოს სამშენებლო ბაზარი განუწყვეტლივ ვითარდება, იხვეწება და უმჯობესდება სტანდარტები და პროექტები, იცვლება მომხმარებლის მოთხოვნები. დღეს უფრო მეტი ქართველი მოგზაურობს საზღვარგარეთ და ბრუნდება ცხოვრების წესზე განსხვავებული შეხედულებებით. იცვლება ღირებულებები და დამოკიდებულებები იმ ადგილის მიმართ, სადაც შეიძლება ცხოვრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაზარიც მზად იყოს ცვლილებებისთვის.

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს მთელ რიგ სამშენებლო სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ქართული ბაზრისთვის. ეს სტანდარტები ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას, უსაფრთხოებასა და ხარისხს. ამიტომ მათი დანერგვა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ბიზნესის საწარმოებლად.

პანდემიის დროს სამშენებლო ბაზარი გააქტიურდა და კონკურენცია ასევე იზრდება. როგორია თქვენი კომპანიის პოზიცია ახლა ბაზარზე?

როგორც სწორად აღნიშნეთ, სამშენებლო სექტორში კონკურენცია მართლაც გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ წამყვანი და გამორჩეული ადგილის შენარჩუნება უძრავი ქონების განვითარების ბაზარზე. პანდემიის დროს გაიზარდა მოთხოვნა პროექტებზე, რომლებიც მცხოვრებლებს კერძო საკუთრებაში არსებულ რეკრეაციულ ზონებზე წვდომას აძლევს. ჩვენი პროექტის კონცეფცია, რომელიც საკურორტო ტიპის დასახლებაა, ისევე როგორც მწვანე ტერიტორიების 70%, კარგად პასუხობს ამ გამოწვევას.

როდის დასრულდება პროექტი?

პროექტი ექვს ფაზას მოიცავს, აქედან სამი უკვე დასრულებულია და მე-4 ფაზის მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. ჩვენი პროექტის ფარგლებში, შენობის მშენებლობის პროცესის დასრულებამდე დაგეგმილია რეკრეაციული ზონებისა და ინფრასტრუქტურის სრულად მოწყობა.

მშენებლობის შემდეგი ეტაპი გაგრძელდება მსგავსი მიდგომის გამოყენებით. მთლიანი პროექტი შვიდი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დასრულდება.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ პროექტმა მიაღწიოს უპრეცედენტო მასშტაბებს და შემოიტანოს საქართველოში ისეთი სიახლეები, რომლებიც მომხმარებლებისთვის აქამდე არასდროს შეუთავაზებიათ. ეს ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ თქვენი სამომავლო პროექტების შესახებ?

ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო წინაპირობა, განზრახვა და მოტივაცია, რომ სამომავლოდ განვავითაროთ უფრო ინოვაციური პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ბაზარზე მალე უფრო მეტ სიახლეს შემოვიტანთ.

რა არის სამშენებლო ბიზნესში წარმატების მიღწევის მთავარი წინაპირობა?

წარმატების ერთი ფორმულა არ არსებობს. ბიზნესის ადმინისტრირება მოითხოვს მონდომებასა და შრომისმოყვარეობას, ორგანიზებულობასა და სწორ მენეჯმენტს; ყველაფერს, რისი მიღწევაც შესაძლებელია მიზანდასახულობით. როგორც კი ადამიანი ირწმუნებს თავის ხედვასა და იდეებს, არ ექნება ცვლილების შიში, და პროცესში სრულად და აქტიურად ჩაერთვება, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.