„თეგეტამ“ რეგიონში RENAULT TRUCKS-ი შემოიყვანა

„თეგეტამ“ რეგიონში RENAULT TRUCKS-ი შემოიყვანა

საქართველოს ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა. კერძოდ, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა TEGETA COMMERCIAL VEHICLES-მა საქართველოში პრემიუმ-ბრენდის RENAULT TRUCK-ის კომერციული ავტომანქანების გაყიდვა დაიწყო. პირველი ცენტრი ივნისში, თბილისში გაიხსნა. 1877 წელს საფრანგეთში დაბადებული ლუი რენოს სახელი ისტორიას ალბათ არ შემორჩებოდა, რომ არა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი RENAULT. ლუი რენო ბავშვობაში მექანიკური ტრანსპორტის იდეებმა გაიტაცა და თავის ძმებთან – მარსელთან და ფერნანთან ერთად საფრანგეთში მე-19 საუკუნის მიწურულს, ავტოინდუსტრიის მშენებლობა დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს აწარმოებდნენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანების წარმოებაზეც გადავიდნენ. დღეს RENAULT TRUCKS-ი გამორჩეულია ხარისხით, გამძლეობით, კომფორტითა და პასუხისმგებლობით. ის დღეს 150 ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა სიას უკვე ერთი თვეა საქართველოც შეემატა.

„ეს უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში“, – აცხადებს თეიმურაზ დარისპანაშვილი, Tegeta Commercial Vehicles-ის დირექტორი.

Tegeta Commercial Vehicles-ი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს, Renault Trucks-ის წარმომადგენელი მხოლოდ საქართველოში არ იქნება – „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს.

საერთო ჯამში, თბილისში გახსნილი Renault Trucks-ის ცენტრი ორივე ქვეყნის მომხმარებელს ფრანგული ბრენდის წარმოებულ პრემიუმ-კლასის, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს შესთავაზებს. ეს გულისხმობს როგორც გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებელი, ისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას.

„თეგეტა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების შეთავაზებები პროდუქტთან ერთად მომსახურებასაც მოიცავს: თბილისში, Renault Trucks-ის ცენტრში, 580 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დღის განმავლობაში ერთდროულად 10-მდე სატრანსპორტო საშუალების მომსახურებაა შესაძლებელი. კომერციული ტრანსპორტის სერვისს კვალიფიციური მექანიკოსები, Renault-ს სტანდარტების სრული დაცვით, თანამედროვე დანადგარების საშუალებით ახორციელებენ.

„ხაზგასასმელია ისიც, რომ შესაძლებელი იქნება Renault Trucks-ის მიერ წარმოებული ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით მომსახურება საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქში, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, ეფექტიანად გააკონტროლონ საოპერაციო ხარჯები“, – ამბობს თეიმურაზ დარისპანაშვილი.

Renault Trucks-ი მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად 50 000-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას აწვდის. ფრანგული ბრენდის პორტფელში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციის ფართო არჩევანია წარმოდგენილი. განსაკუთრებული მიმართულებაა სატვირთო ავტოწარმოება. მის მიერ წარმოებული საშუალო თუ მაღალი ტვირთამწეობის სატვირთოები გამოიყენება როგორც ლოგისტიკასა და შორ გადაზიდვებში, ასევე დისტრიბუციასა და სამშენებლო ინდუსტრიაშიც. კერძოდ, საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის მიმართულებით Renault Trucks-ის შემოთავაზებაა C და K სერიის სატვირთო ავტომობილები, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, მაღალი ტვირთამწეობით, ეკონომიურობით, მძღოლის კომფორტზე მორგებული კაბინით, ერგონომიული დიზაინით, უსაფრთხოების სისტემებით და გამოიყენება რთული სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

ლოგისტიკისა და შორ მანძილზე გადაადგილებისთვის კი კომპანიამ Renault Trucks T და Renault Trucks T High სატვირთო ავტომობილების სერია გამოუშვა. აღნიშნული მოდელები უსაფრთხოებით, ეკონომიურობითა და კომფორტულობით გამოირჩევა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სატვირთო ელექტრომანქანები, რომლებსაც Renault Trucks-ი 10 წელზე მეტია, აწარმოებს და მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები, ნულოვანი გამონაბოლქვით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის. ამასთანავე, საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით, სერვისის საჭიროებას და ხმაურს ამცირებს. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში Renault Trucks-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ელექტრომოდელების ჩამოყვანასაც უზრუნველყოფს, რაც პირველი შემთხვევა იქნება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც გზებზე სატვირთო ელექტრომანქანა იმოძრავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *