დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე კიდევ 2 ახალ პროექტს იწყებს და ამით კომპანიის პორტფელში, მხოლოდ საბურთალოზე უკვე 5 პროექტი იქნება.
კომპანია ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და ჯამში უკვე 6 პროექტითაა წარმოდგენილი.
კომპანიის 2 ახალი პროექტი საბურთალოზე „თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ და „თეთრი კვადრატი მინდელზე“ ეს არის 2 სრულიად განსხვავებული კონცეფციის შეთავაზება და საინტერესოა როგორც აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის ვისაც სურს მშვიდ და გამწვანებულ უბანში ცხოვრება საბურთალოზე.
თეთრი კვადრატი დღეს თავის მომხმარებელს ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს თბილისის ყველაზე პოპულარულ საცხოვრებელ უბანში – საბურთალოზე.
მრავალფეროვნება გამოხატულია, როგორც ადგილმდებარეობაში, ისე პროდუქტის მახასიათებლებსა და გადახდის პირობებში.
კომპანიას შეუძლია მოერგოს ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნებს. შეთავაზებაში აქვს, როგორც პრემიალური პროექტები დაბალი განაშენიანებით და პრემიალური პროექტისთვის დამახასიათებელი კომპონენტებით, როგორიცაა: ჩოგბურთის მოედნები, საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი. ასევე აქვთ უბნის პრინციპით შესრულებული პროექტები, სადაც ყველაფერია თანამედროვე ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის: ენერგოეფექტური ბინები, რომლებიც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევა, სიახლოვე წამყვან სკოლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბავშვთა გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები, კომერციული ფართები, რომლებიც ამ პროექტში განთავსებულ ოჯახებს მოემსახურება მაღაზიებით, სალონებით და კაფეებით.
„თეთრ კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. მას ზურგს უმაგრებს ჰოლდინგში შემავალი სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენი, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და აქედან 15 წელი საქართველოში. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა სირთულის მრავალი ობიექტი აქვს აშენებული,
მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული საკუთარი სამშენებლო კომპანიის არსებობა ჯგუფში ფინანსური სტაბილურობის, მშენებლობის მაღალი ტემპის და მაღალი ხარისხის გარანტია. S