თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, დიღომი 8-ში, უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიის – Index | Wealth Management-ის პირველი პროექტი, მრავალფუნქციური უბანი – „რივერ პარკი“ შენდება.
მტკვრის პირას, უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში, 30 000 მ2 ფართობის პროექტი დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმითა და 4-სართულიანი შენობებით გამოირჩევა.
პროექტის ინფრასტრუქტურა პარკებს, სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებსა და საცურაო აუზს აერთიანებს.
პროექტის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია კეთილმოწყობილი, ფუნქციური და უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი საერთო მოხმარების გამწვანებული სახურავები, რომელთა ჯამური ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.
დიღომი 8 გაქირავების კუთხით მოთხოვნადი უბანია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე დიპლომატიურ და ბიზნეს სექტორში. ბოლო კვლევებით, დიღმის ტერიტორიაზე 26%-ითაა გაზრდილი უძრავი ქონების ფასები. ამ ტენდენციების გათვალისწინებით, „რივერ პარკი“ მომხმარებლებისთვის როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე უძრავ ქონებაში გონივრული ინვესტირების შესაძლებლობაა.
პროექტში კვ.მ-ის ფასი 1450$-დან იწყება. გადახდის მოქნილი პირობებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბინა წინასწარ შენატანის გარეშე, თვეში 1000$-დან შეიძინოს.
Index | Wealth Management უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომლის პორტფელიც ამჟამად 8 პროექტს ქალაქის შემდეგ უბნებში აერთიანებს: დიღომი 8, ავლაბარი, გლდანი, ორთაჭალა და სხვა. ამ ეტაპისთვის მიმდინარე 4 პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.
Index | Wealth Management-ის პროექტებსა და კომპანიის შესახებ გაეცანით ბმულზე.
S