თურქეთი 2023 წელს მთვარეზე რაკეტის გაგზავნას გეგმავს

თურქეთი 2023 წელს მთვარეზე რაკეტის გაგზავნას გეგმავს

თურქეთის მთავრობამ საკმაოდ ამბიციური გეგმა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ისინი გეგმავენ გახდნენ ანგარიშგასაწევი კოსმოსური ძალა. 2030 წლისათვის თურქეთი მთვარეზე როვერის გაგზავნას გეგმავს, რომელსაც შიდა წარმოების სარაკეტო ძრავა ექნება. პირველი სატესტო ფრენა 2023 წელს განხორციელდება.

ეს ამბიციური გეგმა სანქტ–პეტერბურგში 2021 წლის გლობალური კოსმოსური კვლევის კონფერენციაზე (GLEX) გააჟღერა  სერდარ ჰუსეინ ილდირინმა. მან დეტალურად განიხილა ქვეყნის კოსმოსური პროგრამის დეტალები, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მიმდინარე წლის თებერვალში ოფიციალურად გაასაჯაროვა.

როვერი, რომელიც ილდირიმის თქმით 2028 ან 2029 წლებში გაეშვება, მთვარეზე აუცილებლად დაეშვება და შეაგროვებს სამეცნიერო მონაცემებს მის ზედაპირზე. რაკეტა, რომელიც როვერს გაუშვებს თურქეთში აშენდება, ჰიბრიდული ძრავის გამოყენებით. დაგეგმილია, რომ როვერის გაშვების უზრუნველსაყოფად, რაკეტის პროტორიპი საცდელი მისიით 2023 წელს გაფრინდება.

„ჩვენ ვაპირებთ მთვარეზე გასაფრენად საკუთარი წარმოების ძრავა გამოვიყენოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო თანამშრომლობით დედამიწის ახლო ორბიტაზე გაეშვება“ – განაცხადა ილდირინმა.

თურქეთი ასევე გეგმავს მოქალაქეების გაგზავნას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებზე სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად.

თურქეთის ეროვნული კოსმოსური პროგრამა, რომელიც  მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თურქული კოსმოსური სადგურის შექმნას და შიდა რეგიონული პოზიციონირებისა და დროის თანამგზავრული სისტემის განვითარებას.

2018 წელს თურქეთის მიერ  კოსმოსური სააგენტოს დაარსებას  საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ეს დაემთხვა ეკონომიკური კრიზისის პერიოდს. თუმცა, იდეის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ამ ნაბიჯით თურქეთი საკუთარ მეცნიერებსა და მკვლევარებს მოტივაციას მისცემდა, რომ საზღვარგარეთ შესაძლებლობის ძებნის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანაში განვითარებაზე ორიენტირებულიყვნენ.

ჯერ–ჯერობით კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტის დეტალები უცნობია.

ამ ნაბიჯით თურქეთი იმ რამდენიმე ქვეყანას შეუერთდა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ დამოუკიდებლად განახორციელონ კოსმოსური კვლევები. აღსანიშნავია, რომ თებერვალში კოსმოსური პროგრამა იმ დღეს გამოცხადდა, როდესაც თურქეთის რეგიონული მეტოქე არაბთა გაერთიანებული საემიროები წარმატებით შევიდა წითელი პლანეტის(მარსი) ორბიტაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *