თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას - Reuters

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას - Reuters

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ, Reuters-ის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა. მისივე თქმით, მადრიდში მიმდინარე NATO-ს სამიტის პირველივე დღეს თურქეთმა თანხმობა განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სამიტის დაწყებამდე ფინეთისა და შვედეთის ლიდერები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდნენ.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება გასულ თვეს მიიღეს. თუმცა, თურქეთი, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი წევრია, მათი NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო. ერდოღანი ამის მიზეზად ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთი სამხედროებისა და სხვა ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას ასახელებდა, რომლებიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან მიჩნეულნი.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მოსახვედრად ასპირანტ ქვეყანას ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დასტური სჭირდება, თურქეთის წინააღმდეგობის გამო, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *